სააპელაციო სასამართლომ ივანიშვილს ჯარიმა 74.32 მლნ ლარამდე გაუნახევრა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 Jun.'12 / 12:51

სააპელაციო სასამართლომ 15 ივნისს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს კვირის დასაწყისში დაკისრებული მრავალმილიონიანი ჯარიმა 74.32 მლნ ლარამდე áƒ’აუნახევრდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 ივნისს ორ საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით მილიარდერ პოლიტიკოსს ჯამში 148.68 მლნ ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა, დაამტკიცა რა კონტროლის პალატის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, რომლითაც ივანიშვილი პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევაში იქნა დადანაშაულებული.

ივანიშვილის ადვოკატებმა საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც არსებითად ძალაში დატოვა კონტროლის პალატის და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომ ივანიშვილმა კანონი დაარღვია, თუმცა ჯარიმის მოცულობა შეამცირა.  

ცოტა ხნის წინ ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მრავალმილიონიანი ჯარიმის გადახდას არ აპირებს, და აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ხელისუფლების კამპანიის ნაწილია, რომლის სამიზნეც თავად ივანიშვილია და რომელიც რაიონებში სატელიტური ანტენების დაყენების წინააღმდეგაა მიმართული. მას მხედველობაში ჰქონდა ორი საქმიდან ერთ–ერთი, რომელთან დაკავშირებითაც იგი დააჯარიმეს. კონტროლის პალატამ ამ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ივანიშვილის áƒ¤áƒ˜áƒœáƒáƒœáƒ¡áƒ”ბით გამოყენებით „გლობალ TV“-ის მიერ კლიენტებისთვის სატელიტური ანტენების „უფასოდ“ დაყენება პარტიების შესახებ კანონის დარღვევაა;  „გლობალ TV“-ის თანამფლობელი ივანიშვილის ძმაა.  

Civil.Ge © 2001-2024