ივანიშვილის საარჩევნო კამპანიის აქცია ოზურგეთში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Jun.'12 / 11:49

"ქართული ოცნების" ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ოზურგეთში აქციის მონაწილეებს მიმართავს. ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური.  

ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურმა კოალიციამ „ქართული ოცნება“ კვირას ოზურგეთში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მორიგი ფართომასშტაბიანი აქცია გამართა.

მანამდე 27 მაისს ანალოგიური აქცია თბილისში, ხოლო გასულ კვირას ქუთაისში გაიმართა. გასულ კვირას ივანიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ასევე სტუმრობდა სამეგრელოს და აჭარის რეგიონებს  და რამდენიმე სოფელში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ოზურგეთის აქციაზე გამოსვლისას ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ყველა ის ძირითადი საარჩევნო დაპირება, რომელიც მანამდეც გაახმოვანა და რომელთა შორის არის: áƒ™áƒáƒ›áƒ£áƒœáƒáƒšáƒ£áƒ áƒ˜ გადასახადების შემცირება, ერთი მილიარდის ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში; სახელმწიფო დაზღვევა თითოეული მოქალაქისთვის, პენსიების გაზრდა საარსებო მინიმუმამდე, ხოლო თავად საარსებო მინიმუმის გადახედვა, რათა ის „რეალურ“ მაჩვენებელს მიუახლოვდეს. „საქსტატის“ მონაცემებით, მაისში áƒ¡áƒáƒáƒ áƒ¡áƒ”ბო მინიმუმი ოჯახისთვის 251.8 ლარს, ხოლო ერთი შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 150.1 ლარს შეადგენდა.

თავის გამოსვლაში ივანიშვილი ცოტა ხნის წინ განვითარებულ რამდენიმე მოვლენასაც შეეხო, მათ შორის მასზე დაკისრებულ მრავალმილიონიან ჯარიმას, რასაც წინ უძღოდა მისი დადანაშაულება პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევაში. მისი თქმით, ეს ჯარიმა „სააკაშვილის უბადრუკი ოინებია“.

„ვიცი, რომ საზოგადოება ღელავს ამის გამო, ხალხი შეშფოთებულია. მაგრამ, ნუ შეგეშინდებათ, მე ამით ვერ შემაჩერებენ, ჩვენ ვერ შეგვაჩერებენ“, – განაცხადა ივანიშვილმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ მრავალმილიონიანი ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

ივანიშვილმა აქციაზე დაასახელა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები გურიის რეგიონის სამივე ერთმანდატიან ოლქში.

ლანჩუხთში კენჭს ყოფილი ფეხბურთელი თემურ ჩხაიძე იყრის; ზვიად კვაჭანტირაძე, რომელიც ადრე დიპლომატიურ სამსახურში მსახურობდა, ოზურგეთში; ხოლო თემურ ჭკუასელი ანსამბლიდან „ქართული ხმები“, რომელსაც ივანიშვილმა თავისი დიდი ხნის მეგობარი უწოდა, ჩოხატაურში იყრის კენჭს.

მან ასევე ახსენა ხელისუფლების გეგმა ახალი ქალაქის, ლაზიკას მშენებლობის თაობაზე და განაცხადა, რომ  ეს სააკაშვილის „აკვიატება და ახირებაა“.

„კაცმა არ იცის, ვისთვის აპირებს ახალი ქალაქის აშენებას, რა თანხებით უნდა ააშენოს, ან როგორ შეიძლება ჭაობზე აშენებული ქალაქი ვინმესთვის იყოს საიმედო“, – განაცხადა ივანიშვილმა, „თუ ახალი ქალაქის აშენებისთვის რაღაც თანხები შეიძლება გამოინახოს, რატომ არ შეიძლება, რომ ეს თანხები მოხმარდეს ურეკს?“

რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტი სააკაშვილი ურეკს სტუმრობდა, სადაც ახალი ბულვარის მშენებლობა áƒ“აათვალიერა áƒ“ა წყლის მიწოდების სისტემის რეაბილიტაციის პირობა დადო. ივანიშვილმა განაცხადა ოზურგეთის აქციაზე: "ტყუილი რომაა, გურულებო, ეს დაპირებები, თქვენ კარგად იცით“. 

ოზურგეთში ივანიშვილის კამპანიის აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტი სააკაშვილი 17 ივნისს ფოთს სტუმრობდა, სადაც ის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ ახალი ქალაქის, ლაზიკას მშენებლობა, ფოთსაც „გააძლიერებს“.  „უპირველეს ყოვლისა, ეს ახეირებს ფოთისა და, ზოგადად, სამეგრელოს მოსახლეობას“, – განაცხადა მან.

იმავე შეხვედრაზე სააკაშვილმა აღიარა, რომ ფოთის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ – რომელიც, როგორც ის ოთხი წლის წინ ამბობდა „ეკონომიკური სასწაული“ იქნებოდა – იმედები ვერ გაამართლა და დასძინა, რომ ზონის ფარგლებში საწარმოების გასხნა ფაქტიურად არ ხდება. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ფოთი „ინდუსტრიული ცენტრი“ უნდა გახდეს და უთხრა ადგილობრივებს, რომ SOCAR-ის მიერ ფოთში უზარმაზარი სიმძლავრის ქარხნის აშენების შედეგად, áƒ¡áƒáƒ“აც ნავთობპროდუქტების ქიმიური გადამუშავება მოხდება, ათასობით ადამიანი დასაქმდება.

„ქართული ოცნების“ აქცია ოზურგეთში ბერა ივანიშვილმა დახურა რამდენიმე სიმღერით. ოპოზიციური კოალიციის განცხადებით, მომდევნო აქცია 1 ივლისს მცხეთა–მთიანეთის რეგიონში გაიმართება.

Civil.Ge © 2001-2024