საკანონმდებლო ცვლილება Must carry-ის წესის შემოღებაზე ინიცირებულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Jun.'12 / 16:15

საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მაუწყებელთა სავალდებულო ტრანზიტის ე.წ. Must carry-ის წესის შემოღებას ითვალისწინებს, 26 ივნისს იქნა ოფიციალურად ინიცირებული პარლამენტში და მიღების შემდეგ დაავალდებულებს საკაბელო ოპერატორ კომპანიებს გაუშვან საინფორმაციო áƒáƒ áƒ®áƒ”ბი არჩევნებამდე სულ ცოტა 60–დღიან პერიოდში.

ცვლილებების მიხედვით, რომელიც საარჩევნო კოდექსში შედის, საერთო არჩევნების გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლიდან არჩევნების დღემდე პერიოდში საკაბელო ოპერატორებმა áƒ›áƒáƒ›áƒ®áƒ›áƒáƒ áƒ”ბლისთვის შეთავაზებულ პაკეტში უნდა განათავსონ მათი მომსახურების მიწოდების ზონაში ლიცენზირებული საერთო მაუწყებლები.

ამასთან, იმ ტელეკომპანიებისთვის, რომლებსაც სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზია აქვთ, მაუწყებლობის არეალს წარმოადგენს ქვეყნის მთელი ტერიტორია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მეუღლის საკუთრებაში არსებული „მეცხრე არხი“, ასევე ტელეკომპანია „მაესტრო“ ხელმისაწვდომი გახდება ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ყველა საკაბელო ოპერატორი კომპანიის მეშვეობით.

წარმოდგენილი ცვლილებების პროექტით, თბილისს გარეთ მოქმედი საკაბელო ოპერატორები არ იქნებიან ვალდებულნი, რომ განახორციელონ ტელეკომპანია „კავკასიის“ ტრანზიტი, რომლის ლიცენზიაც დედაქალაქში მაუწყებლობას ითვალისწინებს. ასევე, ის საკაბელო კომპანიები, რომლებიც თბილისში ფუნქციონირებენ, არ იქნებიან ვალდებულნი რეგიონული ტელეკომპანიები ჩართონ.

ეს წესი იმოქმედებს წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღემდე, რის შემდეგაც საკაბელო ოპერატორები უკვე აღარ იქნებიან კანონით დავალდებულებულნი განახორციელონ ყველა შესაბამისი არხის ტრანზიტი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა, რომლის ორგანიზაციაც აქტიურად იყო ჩართული კამპანიაში „ეს შენ გეხება“ Must carry-ის პრინციპის დანერგვის მიზნით, განაცხადა, რომ მათი რეკომენდაციაა, რომ ამ წესებმა იმოქმედოს არა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ არჩევნების დღეს და მისი შედეგების გამოცხადებამდე პერიოდშიც. საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჯამება მაქსიმუმ მე–19 დღეს ხდება. ვადის გაგრძელების თაობაზე შეთავაზებით „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებმა უკვე მიმართეს პარლამენტს.  

ინიციატივის მიღებას პარლამენტი დაჩქარებული წესით ამ კვირაში გეგმავს.

საქართველოში მოქმედ საკაბელო ოპერატორებს, დაახლოებით, 171 000 აბონენტი ჰყავდათ 2011 წლის მიწურულს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალური მონაცემებით.

კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ პარლამენტის მორიგი არჩევნები áƒáƒ¥áƒ¢áƒáƒ›áƒ‘რის თვეში ტარდება, თუმცა ზუსტი თარიღი პრეზიდენტმა უნდა განსაზღვროს.

პრეზიდენტი, კანონის თანახმად, არჩევნების თარიღს არაუგვიანეს 60 დღით ადრე ნიშნავს.  შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ამ გადაწყვეტილებას აგვისტოში მიიღებს.

ამჟამად, ტელეკომპანია „მაესტრო“ არ არის ხელმისაწვდომი „სილქ TV“–ის და „კავკასუს TV“–ის პაკეტებში, რაც ტელეკომპანიის თქმით, ამ საკაბელო კომპანიების მიერ პოლიტიკური მოტივაციით მიღებული გადაწყვეტილებაა. „მეცხრე არხს“ ყველა საკაბელო ოპერატორმა უთხრა უარი ტრანზიტზე გარდა ერთი „გლობალ TV“–ისა, რომლის თანამფლობელია ივანიშვილის ძმა.

თავად „გლობალ TV“–ის არ აქვს უფლება გადასცეს რამდენიმე არხი, მათ შორის ნაციონალური მაუწყებლები „რუსთავი 2“ და „იმედი“ მას შემდეგ, რაც ამ ტელეკომპანიებმა „გლობალ TV“–ის კომერციული მოტივებით მოთხოვეს, რომ გაეთიშა მათი სიგნალი. „გლობალ TV“–ის განცხადებით, ეს განზრახ გაკეთდა იმისთვის, რომ მათი აბონენტები სხვა საკაბელო ოპერატორებთან გადასულიყვნენ და პოტენციური კლიენტები დაეკარგა კომპანიას, რათა შეზღუდულიყო იმ აბონენტთა რაოდენობა, რომლებსაც „მეცხრე არხის“ ნახვის საშუალება ექნებოდა, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია სატელიტით და ინტერნეტით.

ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშის თანახმად, საკაბელო ქსელების აბონენტების რაოდენობა 2011 წლის დასაწყისში არსებული 135 369 აბონენტიდან 2011 წლის ბოლოს 171 641 აბონენტამდე გაიზარდა, ხოლო საკაბელო ოპერატორთა შემოსავლები 21.8 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ქვეყნის მასშტაბით ბევრი მცირე საკაბელო კომპანია ფუნქციონირებს, თუმცა ბაზრის უდიდესი ნაწილი სამ კომპანიას უკავია – სილქნეტი 43 027 აბონენტით 2011 წლის ბოლოსთვის, სუპერ TV და GNN (რომელიც ძირითადად საბურთალოს რაიონს მოიცავს) 37 936 და 19 140 აბონენტით, შესაბამისად.

Civil.Ge © 2001-2025