ივანიშვილის საქართველოში არსებული აქტივების ნაწილი დააყადაღეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Jun.'12 / 11:55

საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის წილები ორ ქართულ ბანკში დააღადაღა მას შემდეგ, რაც მილიარდერმა პოლიტიკოსმა უარი განაცხადა ამ თვეში დაკისრებული მრავალმილიონიანი ჯარიმის გადახდაზე.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 26 ივნისს განაცხადა, რომ ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს „ქართუ ბანკში", აგრეთვე აქციების 21.7%-ს „პროგრეს ბანკში" და აქციების 100%-ს სს ,,ქართუ ჯგუფში".

იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედი ეს სახელმწიფო უწყება გასულ კვირას ჩაერთო  74.32 მლნ ლარის ჯარიმის საქმეში, რომელიც  პარტიების დაფინანსების კანონის დარღვევისთვის დაეკისრა ოპოზიციური კოალიციის ლიდერს.

თავად ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის ჯარიმას არ გადაიხდის, ვინაიდან სასამართლოს მიერ ამ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება უსამართლოა და ნაწილია იმ კამპანიისა, რომელსაც ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ აწარმოებს.

მოქმედი წესის თანახმად, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, აღმასრულებელი იწყებს პირის ქონების მოძიებას – ეს პროცედურა  აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გასულ კვირას დაიწყო. შემდეგ ეს ქონება აღიწერება, დაყადაღდება, შეფასდება და შეფასებიდან ერთი თვის ვადაში ჩატარდება იძულებითი აუქციონი.

ივანიშვილმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ის აღარ ფლობს წილებს საქართველოში მოქმედ კომპანიებში. მან განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ „ქართუ ბანკში“ კუთვნილი წილი უფროს ვაჟს, უტას გადაუფორმა.

თუმცა, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 26 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არ შეუტყობინებიათ „ქართუ ბანკის“ მფლობელობაში რაიმე ცვლილების თაობაზე და ამის გამო “ბანკი ქართუს აქციების 100%-ის ბენეფიციარ მესაკუთრედ კვლავაც რჩება ბიძინა ივანიშვილი“  ქართუ ჯგუფის მეშვეობით.

ივანიშვილის ადვოკატის, ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, ივანიშვილი არანაირ წილს არ ფლობს არც „ქართუ ჯგუფში“ და არც „ქართუ ბანკში“ და შესაბამისად, მისი თქმით, აღმასრულებლებმა ყადაღა დაადეს ქონებას, რომელიც ივანიშვილს არ ეკუთვნის.

რამდენიმე საათით ადრე ვიდრე აღსრულების ეროვნული ბიურო თავის გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებდა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას შეუძლია áƒ˜áƒ›áƒ˜áƒ¡ ჩამორთმევა, რაც სურს, რადგან უკვე კანონის ჩარჩოს მიღმა მოქმედებს.

„პროგრეს ბანკი“, რომელშიც ივანიშვილის 21.7%–იანი წილი დაყადაღდა, კახი კალაძის მიერ არის დაფუძნებული. ყოფილი ფეხბურთელი ამჟამად áƒ˜áƒ•áƒáƒœáƒ˜áƒ¨áƒ•áƒ˜áƒšáƒ˜áƒ¡ პარტიის წევრია.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ასევე მიუთითა, რომ აქციათა დაყადაღება áƒáƒ  აბრკოლებს ბანკების ჩვეულ საქმიანობას.

Civil.Ge © 2001-2021