IRI-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში მმართველი პარტია ლიდერობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Jul.'12 / 20:03

აშშ–ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით áƒ©áƒáƒ¢áƒáƒ áƒ”ბული კვლევის თანახმად, რომელმაც მედიაში გაჟონა, ნაციონალური მოძრაობა 43%–ით ლიდერობს, მას მოყვება ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება“ 24%–ით და ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა 7%–ით, იტყობინებიან ქართული მედია საშუალებები.

კვლევის თანახმად, რომელიც IRI–ის დაკვეთით კვლევებისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM)  26 ივნისიდან 4 ივლისამდე პერიოდში განახორციელა და რომლის ცდომილებაც 2.5%–ია, 1 503 გამოკითხული რესპონდენტიდან 5%–მა განაცხადა, რომ არცერთ პარტიას არ მისცემენ ხმას, ხოლო 19%–მა ან უარი თქვა პასუხზე, ან განაცხადა, რომ მათ არ იციან რომელ პარტიას დაუჭერენ მხარს.

IRI–ის დაკვეთით მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში IPM–ის მიერ განხორციელებული წინა კვლევის თანახმად, ნაციონალურ მოძრაობას 45%–იანი მხარდაჭერა ჰქონდა; შემდეგ მოდიოდა "ქართული ოცნება"  15%–ით და ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა (ქდმ) – 9%–ით.

კიდევ ერთი კვლევის თანახმად, რომელიც აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა 4–22 ივნისს ჩაატარა, მმართველ პარტიას 36%–იანი მხარდაჭერა აქვს, რომლის რეიტინგიც თებერვლის კვლევის შემდეგ 11 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო „ქართულმა ოცნებას“ – 18%, რაც 8 პროცენტული პუნქტით მეტია თებერვლის კვლევასთან შედარებით; NDI–ის მიერ 16 ივლისს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ქდმ–ს რეიტინგი 3% შეადგენს.

 

Civil.Ge © 2001-2024