მეცხრე არხის ჟურნალისტი მისი დაშანტაჟების მცდელობაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Jul.'12 / 12:29

ტელეკომპანია მეცხრე არხმა, რომლის მფლობელიც ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მეუღლეა, განაცხადა, რომ ის მთავარ პროკურატურას მიმართავს, რათა დაუყონებლივ იქნას გამოძიებული ტელეკომპანიის ჟურნალისტის წინააღმდეგ შანტაჟის მცდელობის საქმე.

მეცხრე არხის ჟურნალისტმა ნოდარ ჩაჩუამ განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ მას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა თბილისის ცენტრში და თავის მანქანაში ჩაჯდომა სთხოვა, სადაც კიდევ ორი მამაკაცი იჯდა; ჩაჩუას თქმით, საუბრის დროს ორმა მამაკაცმა, რომლებიც სამოქალაქო ტანსაცმელში და შეირაღებულები იყვნენ, საკუთარი თავი გააცნეს იმ გაურკვეველი სამსახურის თანამშრომლებად, რომლებიც „ადამიანებს უგვარებენ პრობლემებს, მაგრამ ამასთანავე, უქმნიან ძალიან დიდ პრობლემებს“ და შესთავაზეს მას ფულის სანაცვლოდ მეცხრე არხის ყოველდღიური საქმიანობების და ასევე სხვა თანამშრომლების შესახებ áƒžáƒ˜áƒ áƒáƒ“ი  ინფორმაციები მიეწოდებინა. ჩაჩუას თქმით, სამმა მამაკაცმა ასევე უთხრა მას სქესობრივი კავშირი დაემყარებინა მეცხრე არხის ერთ–ერთ თანამშრომელ მამაკაცთან და ეს ფარულად ჩაეწერა ვიდეოზე. ჟურნალისტმა განაცხადა, რომ თავიდან სამი მამაკაცი მას ემუქრებოდა და ეუბნებოდა, რომ მას "ნარკოტიკებით გაბერავდნენ". ჩაჩუამ განაცხადა, რომ ის სამ მამაკაცს 26 ივლისს ისევ შეხვდა მას შემდეგ, რაც ისინი მას მობილური ტელეფონით დაუკავშირდნენ.

ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მან სამი მამაკაციდან ერთ–ერთი ამოიცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეო ჩანაწერში, სადაც ეს მამაკაცი დაპატიმრებულ ეჭვმიტანილს სამართალდამცავის რანგში áƒáƒ®áƒšáƒáƒ•áƒ¡. ჩაჩუამ იმ მანქანის ნომერიც დაასახელა, რომელშიც საუბარი შედგა მეორე შეხვედრის დროს, ასევე მობილური ტელეფონის áƒœáƒáƒ›áƒ”რიც, რომლიდანაც მას დაურეკეს მეორე შეხვედრის დასაგეგმად.

მეცხრე არხმა დაგმო ჟურნალისტის წინააღმდეგ განხორციელებული შანტაჟი და მას ტელეკომპანიის წინააღმდეგ „ბინძური მეთოდებით ბრძოლა“ უწოდა.    

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ აღნიშნული შემთხვევა შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და მოუწოდა სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ ფაქტზე „დროული და მყისიერი რეაგირება“ მოხდეს.

ასევე 27 ივლისს ჟურნალისტების მცირე ჯგუფმა მთავარი პროკურატურის წინ საპროტესტო აქცია გამართა და საქმის დაუყოვნებლივ გამოძიება მოითხოვა. ჟურნალისტებს ხელში ეკავათ ბანერები წარწერით: „ნუ გვებრძვით საბჭოთა მეთოდით“ და „შანტაჟი დანაშაულია“.

2009 წლის ნოემბერში გაზეთ ”ბათუმელების” ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ დაშინების და შანტაჟის მცდელობას ჰქონდა ადგილი სამართალდამცავების მხრიდან; საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა რაიმე წინსვლა ამ საქმეში არ ყოფილა.  ორი წლის შემდეგ გაზეთმა „ბათუმელები“ განაცხადა, რომ ორწლიანი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მიაკვლია პოლიციელს, რომელიც გაზეთის ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფის კოორდინატორს აშანტაჟებდა, რათა áƒ›áƒáƒ¡ უშიშროების სამსახურთან ეთანამშრომლა. გაზეთის თქმით, მან დაადგინა შანტაჟში ეჭვმიტანილის ვინაობა, რომელიც  შსს–ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელი აღმოჩნდა. საქმე კვლავ გაუხსნელია.

Civil.Ge © 2001-2024