ცესკოს მონაცემებით, ბოლო 22 წლის მანძილზე წელს ყველაზე მეტი ამომრჩეველია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Aug.'12 / 11:30

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 6 აგვისტოს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში სულ 3 621 256 ამომრჩეველია.

ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე ოდესმე დაფიქსირებულა áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოში 1990 წლის ოქტომბრის შემდეგ ჩატარებულ შვიდ საპარლამენტო, ხუთ საპრეზიდენტო და ოთხ ადგილობრივ არჩევნებზე.

აქამდე ამომრჩეველთა ყველაზე დიდი რაოდენობა 1991 წლის მაისის საპრეზიდენტო არჩევნებზე დარეგისტრირდა – 3 594 810; შემდეგ მოდის 2010 წლის მაისის ადგილობრივი არჩევნები – 3 544 770 ამომრჩევლით. 90–იანი წლების შუაში და ბოლოს ჩატარებული არჩევნების დროს ამომრჩეველთა რაოდენობა, ცესკოს მონაცემებით, 3.1 მილიონიდან 3.14 მილიონამდე მერყეობდა.

ცესკოს მიერ 6 აგვისტოს გამოქვეყნებული მონაცემები ასევე შეიცავს ამომრჩეველთა რაოდენობას 73 საარჩევნო ოლქიდან თითოეულში. თითოეული ეს ოლქი ასევე წარმოადგენს ერთმანდატიან ოლქს, სადაც მაჟორიტარი დეპუტატი აირჩევა.

ყველაზე დიდი ოლქია ქუთაისი, სადაც 163 654 ამომრჩეველია დარეგისტრირებული; შემდეგ მოდის გლდანის ერთმანდატიანი ოლქი 155 822 ამომრჩევლით და სამგორის ოლქი 155 502 ამომრჩევლით.

ყველაზე პატარა ოლქებია ყაზბეგის ერთმანდატიანი ოლქი 5 779 ამომრჩევლით და ლენტეხის ოლქი – 5 955 ამომრჩევლით.

ამომრჩეველთა სია ასევე შეიცავს რეგისტრაციიდან მოხსნილ 188 995 ამომრჩეველს. ცესკოს მიერ 6 აგვისტოს გამოქვეყნებულ თავდაპირველ მონაცემებში, ეს მაჩვენებელი 77 232–ს შეადგენდა, თუმცა მოგვიანებით ის გაიზარდა. áƒ”ს ის ამომრჩევლები áƒáƒ áƒ˜áƒáƒœ, რომლებიც არასწორად იყვნენ რეგისტრირებული კონკრეტულ მისამართებზე და შემდეგ მოხსნილი იყვნენ ამ მისამართებიდან.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შესაძლებელია შემდგომი შესწორებები შევიდეს; áƒ”ს პროცესი 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე უნდა დასრულდეს.

Civil.Ge © 2001-2021