ივანიშვილმა საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Aug.'12 / 12:19

ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო განაცხადი შეიტანა, სადაც ნათქვამია, რომ áƒáƒžáƒáƒ–იციონერი მილიარდერის áƒ˜áƒœáƒ•áƒ”სტიციები, ძირითადად "ქართუ ბანკში", „საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს კოორდინირებული და უხეში პოლიტიკური თავდასხმის სამიზნე გახდა“ მას შემდეგ, რაც მან ოქტომბერში პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა. 

ივანიშვილი, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა, აცხადებს, რომ საქართველომ ინვესტიციების დაცვის შესახებ 1997 წელს საფრანგეთთან ხელმოწერილი ორმხრივი შეთანხმება დაარღვია. 

24–გვერდიანი áƒ£áƒ™áƒáƒœáƒáƒ¡áƒ™áƒœáƒ”ლი შეტყობინება დავის შესახებ, რომელიც áƒ˜áƒ•áƒáƒœáƒ˜áƒ¨áƒ•áƒ˜áƒšáƒ˜áƒ¡ სახელით იურიდიულმა კომპანიამ Skadden, Arps, Slate, Meagher & Flom áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს მთავრობას ორი კვირით ადრე გაუგზავნა, ვიდრე 15 áƒáƒ’ვისტოს საარბიტრაჟო საქმისწარმოება დაიწყებოდა, áƒ“ეტალურად აღწერს მილიარდერი ოპოზიციური პოლიტიკოსის პრეტენზიებს იმასთან დაკავშირებით, რომ მის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა იგი სულ ცოტა 186 მილიონი აშშ დოლარით აზარალა.

„ბატონი ივანიშვილი ითხოვს ზიანის სრულ ანაზღაურებას მის მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებების გამო, ხელშეკრულებისა და საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, რეპარაცია/კომპენსაცია უნდა მოიცავდეს ზიანის, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურებას, რომელიც მიადგა ბატონ ივანიშვილს საქართველოს მიერ ხელშეკრულების დარღვევის გამო“, – ნათქვამია უკანასკნელ შეტყობინებაში დავის შესახებ.

ერთ–ერთი მთავარი საჩივარი ეხება „ქართუ ბანკის“ წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს, რომლის ბენეფიციარი მფლობელიც ივანიშვილი 2012 წლის 30 აპრილამდე იყო.

კერძოდ, ივანიშვილი აცხადებს, რომ ოქტომბერ–ნოემბერში მიღებული სადავო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც საგადასახადო ორგანოებს უპირატესობას ანიჭებს და რომლის  თანახმადაც, პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილდეს სახელმწიფოს მიმართ აღებული ვალდებულებები და მხოლოდ შემდგომ დაიფაროს ფინანსური ინსტიტუტების მიმართ წარმოქმნილი დავალიანება, სპეციალურად „ქართუ ბანკის“ წინააღმდეგ იქნა მიმართული, რის შედეგადაც ბანკმა 114.6 მილიონი აშშ დოლარით იზარალა. ეს ის თანხაა, რომელიც ბანკმა უზრუნველყოფის სახით მიიღო გაცემული სესხების სანაცვლოდ. სადავო საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოში მოქმედი დანარჩენი 18 კომერციული ბანკის მიმართ არ იქნა გამოყენებული. ეს რეგულაციები 2012 წლის აპრილის ბოლომდე მოქმედებდა.

სხვა ბრალდებებს შორისაა: „ქართუ ბანკში“ ანგარიშების მქონე „უამრავი“ მომხმარებლის იძულება, რომ დაეხურათ ეს ანგარიშები, რასაც შედეგად მოყვა „ქართუ ბანკიდან კაპიტალის უპრეცედენტო გადინება 45 000 000 ლარის ოდენობით 2011 წლის ოქტომბრის ბოლო ორი კვირის განმავლობაში“; ასევე „ქართუ ბანკზე“ 822 040 ლარის „დაუსაბუთებელი“ ჯარიმის დაკისრება ვითომდა áƒ£áƒ™áƒáƒœáƒáƒœáƒ პოლიტიკური შემოწირულობებისთვის; ასევე ივანიშვილზე დაკისრებული  „უკანონო“ ჯარიმა 74 325 065 ლარის ოდენობით.

ივანიშვილი აცხადებს, რომ ყველა ეს ქმედება იყო „საქართველოს მხრიდან მცდელობა, შეეფერხებინათ იგი გამოეყენებინა თავისი უფლებები, როგორც პრეზიდენტ სააკაშვილის ოპოზიციონერ კანდიდატს“.   
 

Civil.Ge © 2001-2024