შსს: „გრძელდება ანტიტერორისტული ოპერაცია შეიარაღებული დაჯგუფების გაუვნებელყოფის მიზნით“
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Aug.'12 / 13:55

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „შეიარაღებული ჯგუფის“ წინააღმდეგ კახეთის რეგიონში,  საქართველო–რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის სიახლოვეს მიმდინარე ოპერაცია შეაფასა, როგორც „ანტიტერორისტული“.

შსს–მ 29 აგვისტოს დღის პირველი საათის შემდეგ მოკლე განცხადება გაავრცელა: „ხეობაში გრძელდება ანტიტერორისტული ოპერაცია შეიარაღებული დაჯგუფების გაუვნებელყოფის მიზნით. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილია კრიზისების მართვის შტაბი, რომელშიც შედის შინაგან საქმეთა, იუსტიციის და თავდაცვის სამინისტროები. შემუშავებულია უწყებათაშორისი კოორდინირებული მოქმედების გეგმა, რომელსაც  ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო“.

ანალოგიური განცხადება გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომაც.

Civil.Ge © 2001-2024