მერაბიშვილი: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მთავარი ამოცანაა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Sep.'12 / 17:25

პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი 21 სექტემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ეკა ზღულაძეს და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებს áƒ¨áƒ”ხვდა და უთხრა მათ, რომ აღკვეთონ ნებისმიერი ძალადობა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, მისი მიმდინარეობისას áƒ“ა შემდგომ პერიოდშიც.

„ჩვენი ქვეყნის მთავარო ამოცანა არის საქართველოში ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვერ ჩატარდება იქ, სადაც ადგილი შეიძლება ქონდეს ძალადობას. ამიტომ იმისათვის, რომ საქართველოში ჩატარდეს არჩევნები ძალადობის გარეშე, ეს უნდა უზრუნველყოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ; ამის რესურსები და გამოცდილება მას გააჩნია. და არაერთხელ დაამტკიცა ქართულმა პოლიციამ, რომ მას ძალუძს თავიდან აიცილოს ნებისმიერი ძალადობა და უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი არჩევანის გაკეთება“, – განაცხადა მერაბიშვილმა.

მან ასევე უთხრა შსს–ს ხელმძღვანელობას ძალღონე არ დაიშურონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არჩევნებამდე დარჩებილ 10 დღეში, ასევე არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდში არანაირ ძალადობას არ ჰქონდეს ადგილი.

პრემიერ–მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ახლა მიმდინარეობს სასჯელაღსრულების სისტემის „რეორგანიზაცია“. მისი თქმით, საპატრულო პოლიცია ციხეებში რჩება, სადაც áƒ˜áƒ›áƒáƒ•áƒ“როულად ახალი თანამშრომლების დაკომპლექტება ხორციელდება.

Civil.Ge © 2001-2024