ივანიშვილი სააკაშვილს ურჩევს გადადგეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Sep.'12 / 17:47

ბიძინა ივანიშვილი, ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი პრეზიდენტ სააკაშვილს ურჩევს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადადგეს.

„დღეს მინდა მას ბოლო რჩევა მივცე, რომ გადადგეს. და აი რატომ, დავასაბუთებ: მან მოახერხა და დააფუძნა ჩვენს ქვეყანაში სიცრუის მანქანა... მან დააფუძნა ის წამებაც, რაც ჩვენ ვნახეთ ციხეებში. ყველა კარტი გახსნილია; მას თამაში აღარ დარჩა; ყველამ ყველაფერი ვიცით აქაც და ევროპაშიც“, – განაცხადა ივანიშვილმა 21 სექტემბერს.

კამპანიის შეხვედრაზე ხონში მან ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილის „გადადგომა გარკვეულწილად ღირსებას შეუნარჩუნებს ჩვენს ხელისუფლებას, რამეთუ ამ კადრებმა მთელი მსოფლიო მოიარეს და შეძრწუნებულია მთელი ცივილიზებული საზოგადოება“.

პირველად ივანიშვილმა áƒžáƒ áƒ”ზიდენტ სააკაშვილს გადადგომა შარშან ურჩია. 11 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში მან მოუწოდა „ვანოს“, მაშინდელ შს მინისტრს და ამჟამინდელ პრემიერ–მინისტრს: „ურჩიე სააკაშვილს, რომ გადადგეს! ეს არის ერთადერთი შანსი, რომ მას საკუთარ ქვეყანაში ცხოვრების საშუალება მიეცეს“.

„თუ სააკაშვილი შენს რჩევას ყურად არ იღებს, მაშინ შენ თვითონ გადადექი, რადგან შენთვისაც ეს ყველაზე საუკეთესო გამოსავალია და ამით შენ დარჩები საქართველოში საპატივცემულო და ღირსეულ ადამიანად“, – განაცხადა ივანიშვილმა შარშან ოქტომბერში.

Civil.Ge © 2001-2024