ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი დაკავებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Sep.'12 / 20:12

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკარდო მილიორიმ საქართველოში 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიციის წარმომადგენლების და სამოქალაქო აქტივისტების დაკავებებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

„მაშინ როდესაც საქართველოში მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება, მე ძალიან შეშფოთებული ვარ მედიით და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების  მიერ გავრცელებული ინფორმაციით ოპოზიციასთან დაკავშირებული აქტივისტების უამრავ დაკავებებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია 25 სექტემბერს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში.
 
ვსტუმრობდი რა ცოტა ხნის წინ თბილისს, მე კარგად მესმის ამ არჩევნების მნიშვნელობა და იმედი მაქვს, რომ კამპანიის დარჩენილ პერიოდში და მის შემდეგაც სიმშვიდე შენარჩუნდება. მოვუწოდებ ყველა მონაწილეს უზრუნველყოს, რომ ეს ასე მოხდეს“, –    განაცხადა მან.

„დაპატიმრებები და ბრალდებები, რომლის შედეგადაც პოლიტიკური აქტივისტები არჩევნების პერიოდში თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, სერიოზულად უნდა იქნას აღქმული. არჩევნები დიდი დიალოგის შესაძლებლობაა და ეს პატივისცემით უნდა მოხდეს. áƒ›áƒáƒ•áƒ£áƒ¬áƒáƒ“ებ ხელისუფლებას შესაბამისი თავშეკავება გამოიჩინოს განსაკუთრებით ამ მგრძნობიარე დროს; ნებისმიერი ქმედება, რომელმაც შეიძლება უთანაბრობის შთაბეჭდილება შექმნას, სერიოზული შეშფოთების საგანი გახდება“, – ნათქვამია მილიორის განცხადებაში.

Civil.Ge © 2001-2024