ბოკერია სამართალდამცავებს დასჯის შედარებით მსუბუქი ზომების გამოყენებისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Sep.'12 / 21:55

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია მოუწოდებს სამართალდამცავებს ძალადობრივი ინციდენტების ზრდის "შემაშფოთებელი ტენდენციის" ფონზე დასჯის შედარებით მსუბუქი ზომები გამოიყენონ, ხოლო პარტიულ ლიდერებს მიმართავს, რომ მათ არ მოახდინონ ძალადობის წახალისება მომხრეებში.

ბოკერიამ, რომელიც სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას ხელმძღვანელობს, 26 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამჟამად დაახლოებით 30 ადამიანია დაკავებული ადმინისტრაციული წესით, ასევე არიან დაჯარიმებულებიც.

მისი თქმით, მართალია სამართალდამცავების ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ არ მოხდეს იმ ძალადობრივი ან მუქარის შემცველი ინციდენტების გავრცელება, რასაც ბოლო დღეებში აქვს ადგილი, მაგრამ „ამავე დროს, მინდა მოუწოდო მათ, რომ იმ შემთხვევაში როცა ეს შესაძლებელია...  გამოყენებული იქნას შედარებით მსუბუქი ზომა დასჯის, იქ სადაც ეს არის რაციონალური, მაგალითად ჯარიმა“.

„ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო რეკომენდაცია სამართალდამცავი ორგანოების მიმართ“, – განაცხადა ბოკერიამ უწყებათშორისი კომისიის სახელით.

უფლებადამცავმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა ციხის სკანდალის შემდეგ საქართველოში გახშირებულ დაპატიმრებებთან დაკავშირებით 26 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება საპროტესტო აქციების მონაწილეთა და პოლიტიკური აქტივისტების áƒ›áƒ˜áƒ›áƒáƒ áƒ— არღვევს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს არ დაუშვას თვითნებული დაკავებები.

26 სექტემბერს ბოკერიამ ასევე მოუწოდა პარტიულ ლიდერებს, რომ მკაფიო გზავნილი გაუგზავნონ თავიანთ მხარდამჭერებს ძალადობის ან ამისკენ წახალისების წინააღმდეგ. 

ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის კამპანიის ფარგლებში დღეს კახეთის რეგიონში რამდენიმე შეხლა–შემოხლის ინციდენტებს ჰქონდა ადგილი მის მომხრეებსა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს შორის. ქალაქ სიღნაღში ივანიშვილის ესკორტს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების კორიდორში მოუწია გავლა, რომლის დროსაც მმართველი პარტიის აქტივისტები სკანდირებდნენ „წადი, წადი“ და „მიშა, მიშა“–ს.

ამასთან, უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ მშვიდობის შენარჩუნებაში და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზებაში „ყველაზე უფრო დიდი პასუხისმგებლობა“ ხელისუფლებას ეკისრება. 

„მაგრამ პოლიტიკურ პარტიებს და მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტიებს, ძირითად პოლიტიკურ პარტიებს ასევე აქვთ საკუთარი წილი სერიოზული პასუხისმგებლობის რა ტიპის განწყობილებების წახალისებას მოახდენენ საკუთარ მომხრეებში“, – განაგრძო ბოკერიამ, „კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ერთის მხრივ, საუბარია სიმშვიდეზე და იქვე საუბარია იმაზე, რომ შეიძლება მათთვის მიუღებელი ხალხი ლინჩის წესით იქნას გასამართლებული და მათი დაცვა ვერ მოხერხდეს ან საუბარი იმაზე, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მომხრეები პასუხს აგებენ სამართლებრივად áƒ“ა სასამართლოს წინაშე ამა თუ იმ პარტიის მხარდაჭერისთვის“. 

მისი თქმით, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ერთმანეთისადმი გაკეთებული განცხადებები „ზოგჯერ ზედმეტად მკაცრი და აგრესიულიც კი" შეიძლება áƒ˜áƒ§áƒáƒ¡ და ის სხვა კატეგორიაში გადის, მაგრამ „მომხრეების მიმართ ასეთი მოწოდებები ქმნის სწორედ იმ ატმოსფეროს, შესაძლოა შექმნას კიდევ უფრო მძიმე ატმოსფერო, რაზეც მე ვსაუბრობდი“.

„მე არ მინდა დრამატიზაცია სიტუაციის“, – განაცხადა ბოკერიამ, „ჯერ–ჯერობით, საერთო ჯამში, [საარჩევნო] გარემო ჯამში არის მშვიდობიანი და მე ვთქვი, რომ ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ მშვიდობიან, სამართლიან, თავისუფალ არჩევნებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, როცა ჩვენ ვიხილეთ რამოდენიმე დღე ამგვარი ფაქტების, სწრაფად მოხდეს ამაზე რეაგირება, ბუნებრივია, ხელისუფლების მხრიდან და მეორეს მხრივ, ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან“.

Civil.Ge © 2001-2024