აშშ–ის ელჩის კომენტარი არჩევნებზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Oct.'12 / 13:11


ბრიტანეთის ელჩი ჯუდით გოფი და აშშ–ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი 1 ოქტომბერს თბილისის ერთ–ერთი საარჩევნო უბნის წინ ჟურნალისტებს ესაუბრებიან.  აშშ–ის საელჩოს ფოტო.

აშშ–ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა 1 ოქტომბერს, რომ ყველა áƒžáƒáƒ áƒ¢áƒ˜áƒ˜áƒ¡ "ლიდერმა განგვიცხადა, რომ ისინი პატივს სცემენ სარწმუნო პროცესის შედეგებს და აქტიურად მოუწოდებენ თავიანთ მხარდამჭერებს, რათა მათაც ასევე პატივი სცენ მოცემულ შედეგებს“. 

„წინასაარჩევნო კამპანია დასრულებულია და ამჟამად არჩევნების შედეგები ქართველ ამომრჩეველთა ხელშია. არჩევნების დროს ადგილი აქვს ნამდვილ კონკურენციას. განცხადებებისა და პროგნოზების დიდი რაოდენობის მიუხედავად, წინასწარ არავინ იცის, თუ რა შედეგით დასრულდება დღევანდელი არჩევნები. დღევანდელი არჩევნების შედეგი დამოკიდებულია თითოეული ქართველის ხმაზე“, – განაცხადა მან. 

„ჩვენ, როგორც დამკვირვებლებს, თხოვნით მოგვმართეს, რათა განვახორციელოთ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი და შეტყობინება გავაკეთოთ ნებისმიერი დარღვევის შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ ადგილი არ ექნება დარღვევებს, მაგრამ თუ ისინი მოხდება, ჩვენ განვაცხადებთ მოცემული დარღვევების შესახებ, განურჩევლად იმისა, თუ ვის მიერ იქნება ისინი დაშვებული.  ყველას სურვილია, მიღწეული იქნას არჩევნების სარწმუნო შედეგები. ყველა მხარის ლიდერმა განგვიცხადა, რომ ისინი პატივს სცემენ სარწმუნო პროცესის შედეგებს და აქტიურად მოუწოდებენ თავიანთ მხარდამჭერებს, რათა მათაც ასევე პატივი სცენ მოცემულ შედეგებს“, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა. 

„ჩვენ ამას მოველით, ამას მოელის და იმსახურებს ქართველი ხალხი. ყველა შედეგის დათვლისა და ნებისმიერი სირთულის სათანადო შეფასების დროს საზოგადოებას სიმშვიდის შენარჩუნების, ნდობისა და მოთმინებისაკენ მოვუწოდებთ. ქართველები უნდა ამაყობდნენ ამ დღით. áƒ¡áƒáƒ”რთაშორისო საზოგადოება კვლავინდებურად საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს დემოკრატიისა და ქართველი ხალხის მხარდაჭერაში“, – დასძინა აშშ–ის ელჩმა.

Civil.Ge © 2001-2024