ცესკო: 12 საათისთვის აქტივობამ 25.88% შეადგინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Oct.'12 / 14:11

დღის 12 საათისთვის,  კენჭისყრის პროცედურის შეწყვეტამდე 8 საათით ადრე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა მეოთხედმა – 25.88%–მა მიიღო, განაცხადა ცესკომ.

ეს ბოლო სამ არჩევნებზე დაფიქსირებული აქტივობის ყველაზე მაჩვენებელია, რაც კი შუადღისთვის დაფიქსირებულა: 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე – 20%; 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე – 21.79%; ხოლო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 16%-ს ოდნავ აღემატებოდა.

საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალი აქტივობა  – 40.3% – რაჭაში, ამბროლაურის ოლქში დაფიქსირდა, ხოლო თბილისში 12 საათისთვის ყველაზე აქტიური ამომრჩეველი მთაწმინდის ოლქში იყო – 29.6%.

ყველაზე დაბალი აქტივობა რეგიონებს შორის წალკაში აღინიშნა – 18.3%, ხოლო თბილისში ისნის ოლქში – 21.9%.

Civil.Ge © 2001-2024