ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობამ 15 საათისთვის 44.99% შეადგინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Oct.'12 / 17:14

ცესკოს მონაცემებით, 15 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 44.99% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ áƒ™áƒ”ნჭისყრის დასრულებამდე ხუთი საათით ადრე 1 625 818 ადამიანმა უკვე მისცა ხმა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.

ამ დროისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა საქართველოს მასშტაბით კვლავ ამბროლაურის ოლქში ფიქსირდება  – 61%, ხოლო ყველაზე დაბალი ისევ წალკაში – 26.5%.

დედაქალაქში აქტივობის მხრივ კვლავ მთაწმინდა ლიდერობს 53.8%–ით, ხოლო ყველაზე ნაკლებად აქტიურია ისნის ოლქი, სადაც ამომრჩეველთა 40% მიიღო მონაწილეობა არჩევნებში.

დილის 10 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 10.3%–ს, ხოლო 12 საათისთვის – 25.88%–ს შეადგენდა.

ოფიციალური მონაცემებით, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 613 851 შეადგენს.

Civil.Ge © 2001-2024