ეგზით პოლების შედეგებით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს პროპორციულ არჩევნებში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Oct.'12 / 20:18

ეგზით პოლების პირველადი შედეგებით პროპორციულ არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება“ ლიდერობს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ზე გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ 51% მიიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ კი – 41%; ხოლო ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ 4%. ეს არის 16 საათის მონაცემები, რომლის ფარგლებშიც გამოკითხულ ამომრჩეველთა 35%–მა არ გაამჟღავნა, თუ რომელ პარტიას მისცა ხმა. ეგზით პოლები "რუსთავი 2"–ის დაკვეთით Edison Research-მა ჩაატარა. 

საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამოქვეყნებული ეგზით პოლების შედეგების თანახმად, რაც 17:30 საათის მონაცემებს ეყრდნობა, „ქართული ოცნება“ პროპორციულ არჩევნებში 35%–ით ლიდერობს, მას მოსდევს 30%–ით ნაციონალური მოძრაობა; და 2.1%–ით ქდმ. ამ მონაცემებით 32%–მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე,
კომპანია GfK–ის თანახმად, რომელსაც ეგზით პოლების ჩატარება პირველმა არხმა დაუკვეთა. 

ტელეკომპანია "მაესტროს" ცნობით, რომლისთვისაც ეგზით პოლები Penn Schoen Berland-მა განახორციელა, კომპანიამ, áƒ áƒáƒ›áƒ”ლიც ივანიშვილისთვის ატარებს კვლევებს და მას კონსულტაციებს უწევს, áƒ¥áƒáƒ áƒ—ულმა ოცნებამ – 63%; áƒœáƒáƒªáƒ˜áƒáƒœáƒáƒšáƒ£áƒ áƒ›áƒ მოძრაობამ – 27%, ხოლო ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ – 1% მიიღო. 6%–მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე, თუ რომელ პარტიას დაუჭირა მხარი პროპორციულ არჩევნებში.  

ტელეკომპანიებმა ეგზით პოლების პირველადი შედეგები მას შემდეგ გამოაქვეყნეს, რაც 20 საათზე კენჭისყრის პროცედურა შეწყდა.

Civil.Ge © 2001-2024