ივანიშვილი: ჩვენ არანაკლებ 100 ადგილი უნდა მივიღოთ პარლამენტში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Oct.'12 / 23:19

ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართავს ეგზით პოლის პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, 1 ოქტომბერი. ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური

"ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი კოალიცია არა მარტო პროპორციულ, არამედ მაჟორიტარულ არჩევნებს იგებს წინასწარი მონაცემებით და მას არანაკლებ 100 ადგილი ექნება პარლამენტში.

„ჩვენ ვიგებთ ყველა რეგიონს, გარდა სამცხე–ჯავახეთისა და ვიგებთ დიდი უპირატესობით. შესაბამისად, რასაც მე ვამბობდი, რომ მინიმუმ 50 მაჟორიტარს გავიყვანთ, შეიძლება 60–65 მაჟორიტარი კანდიდატიც გავიყვანოთ პარლამენტში“, – განაცხადა მან „მეცხრე არხის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას.

„შესაბამისად წინასწარი მონაცემებით არანაკლებ 100 ადგილისა, შეიძლება 110 და 120 ადგილიც მივიღოთ ჩვენ პარლამენტში“, – განაცხადა მან და მოუწოდა, რომ ცესკოს შედეგებს „მოთმინებით დაელოდონ“.

მისი თქმით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა უკვე დაიწყო „სპეკულაცია“ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, თუმცა მან "ძალიან კარგი განცხადება" გააკეთა, როცა „აღიარა უკვე წაგება პირველ [პროპორციულ] ნაწილში“.

„ახლა მე მგონი, გამოვლენ მეორე ნაწილში, რაც შეეხება მაჟორიტარებს, ამასაც მოახერხებენ და ნაწილობრივ მაინც შეინარჩუნებენ სახეს და მოახერხებენ, რომ საკუთარ ქვეყანაში ეცხოვრებოდეთ; ჩვენი მიზანიც ეს არის“, – განაცხადა ივანიშვილმა, 

მან ასევე განაცხადა, რომ მისი „პოლიტიკური გეგმა მარტივია“, რომ „როდესაც გაფორმდება ჩვენი გამარჯვება“ სასამართლოს გზით აღიდგინოს საქართველოს მოქალაქეობა. 

„მე დამიბრუნდება საქართველოს მოქალაქეობა და დავმტკიცდები პარლამენტში, როგორც პრემიერ–მინისტრი“, – განაცხადა მან.

კითხვაზე თუ როგორ წარმოუდგენია მას პრემიერ–მინისტრის რანგში მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობა, რომელსაც მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს ეწურება, უპასუხა, რომ მისთვის პრობლემა არ იქნება მასთან თანამშრომლობა, თუმცა „ყველაზე მძიმედ წარმომიდგენია სააკაშვილი“, თუ როგორ მოახერხებს ის თავის მხრივ თანმშრომლობას პარლამენტში წარმოდგენილ ახალ უმრავლესობასთან.

„მე ვიმეორებ ჩემი მხრიდან, რომ გახსნილი ვარ და მზად ვარ მასთან თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მან განაცხადა ასევე, რომ არ აქვს áƒ¡áƒ£áƒ áƒ•áƒ˜áƒšáƒ˜ მისი კოალიცია ერთ გუნდად დარჩეს პარლამენტში.

„ის რომ ჩვენ ფრაქციებად დავიშლებით და მინიმუმ სამი ფრაქცია იარსებს პარლამენტში, ეს ძალიან ჯანსაღი პროცესია“, – განაცხადა ექვსსუბიექტიანი კოალიციის ლიდერმა.

უფრო ადრე, როცა ეგზით პოლის პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მის ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს გამარჯვება მიულოცა, áƒ˜áƒ•áƒáƒœáƒ˜áƒ¨áƒ•áƒ˜áƒšáƒ›áƒ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 1 ოქტომბერს  „საქართველოს ისტორიაში პირველად ქართველმა ხალხმა მოახერხა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა“.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ „იმდენად დიდი სხვაობა“ დაფიქსირდა, რომ მათაც [ხელისუფლებამ] ვერ შეძლეს უარი ეთქვათ წაგებაზე და ეს ნორმალურია, პრინციპში“.

„მე ვფიქრობ, რომ პარალელური დათვლა, რომელსაც ჩვენ ველოდებით ცოტა უფრო გვიან,  უფრო ახლოს მიგვიყვანს [შედეგებთან] და საერთო ჯამში მე განწყობა მაქვს ისეთი, რომ ჩვენ არანაკლებ 100 ადგილისა უნდა მივიღოთ პარლამენტში“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, „ეს არ იყო იოლი საქმე“, მაგრამ „ქართველმა ხალხმა გმირულად... გაიმარჯვა“.

„იყო ძალადობა, იყო სიცრუე, იყო ყველაფერი, მაგრამ დღეს უნდა მოვახერხოთ გავერთიანდეთ, დავივიწყოთ ყველანაირი განაწყენება და ერთიანი საქართველო ავაშენოთ“, – განაცხადა მან თუმცა ხაზი გაუსვა, რომ „ის ვინც კანონდარღვევა განახორციელა, ის, ვინც მოახერხა და სისხლის სამართლის საქმე ჩაიდინა, რა თქმა უნდა, მათ მოუწევთ პასუხი აგონ“.

მან მხარდამჭერებს „სიწყნარისა“ და „სიდინჯისკენ“ მოუწოდა.

„გასაგებია რომ მთელ საქართველოს ზეიმის სურვილი აქვს დღეს,... მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ მოხერხდეს და არსად არ მოხდეს დაპირისპირება. ყველანი ჩვენი ძმები არიან იცოდეთ, ვინც 5 ნომერი შემოხაზა ისინიც ჩვენი ძმები არიან, არავინ არ დააზიანოთ, არავის არ დაუპირისპირდეთ. ყველანი ერთად დავდგეთ და გავაძლიეროთ ჩვენი სამშობლო“, – áƒ›áƒ˜áƒ›áƒáƒ áƒ—ა მან მხარდამჭერებს.

„მე უკვე ემოცია დავწიე დაბლა, ვემზადებით თანამშრომლობისთვის და შრომისათვის. ძალიან დიდი შრომა გველის წინ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„ჩვენ აუცილებლად პატივს ვცემთ ჩვენს ოპონენტებს, არ მოხდება განსხვავებული აზრის დევნა არასდროს საქართველოში“, – აღნიშნა მან თავის გამოსვლაში.

Civil.Ge © 2001-2024