ივანიშვილი: პრეზიდენტის გადადგომა პოლიტიკური მოთხოვნა არ არის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Oct.'12 / 14:25

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა  3 ოქტომბერს განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა მისი კოალიციის „პოლიტიკური მოთხოვნა“ ან „ულტიმატუმი“ არ არის და ის მზადაა მიხეილ სააკაშვილთან და მოქმედი მთავრობასთან დიალოგისთვის, áƒ áƒáƒ¡áƒáƒª áƒ®áƒ”ლისუფლების შეცვლის პროცესში áƒ¡áƒáƒ›áƒ£áƒ¨áƒáƒ ჯგუფის მეშვეობით გააკეთებს.

„მე არაერთხელ განვაცხადე, რომ ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტთან“, – განაცხადა ივანიშვილმა 3 ოქტომბერს თავის წერილობით განცხადებაში.

„რაც შეეხება ჩემს მიერ გუშინ პრესკონფერენციაზე გამოთქმულ მოსაზრებებს პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით, ეს არ არის არც ჩემი და არც კოალიციის პოლიტიკური მოთხოვნა. მე ხაზი გავუსვი მხოლოდ იმას, რომ ერთი პირის ინტერესებზე მორგებული საქართველოს კონსტიტუცია შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ქმნის საკმაოდ ბევრ სირთულეს და ამ ვითარებაში შესაძლოა თანამდებობიდან გადადგომა იყოს პრეზიდენტისთვის საუკეთესო გამოსავალი“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩვენ არ ვაყენებთ არანაირ პოლიტიკურ ულტიმატუმებს და ქვეყნის საკეთილდღეოდ მზად ვართ საქართველოს პრეზიდენტთან და მოქმედი მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან დიალოგისა და სამუშაო ვითარებაში სახელმწიფოებრივი საკითხების მოსაგვარებლად“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია გარდაუვალს ხდის ახალ საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციის წარმომადგენელ პრეზიდენტს შორის ურთიერთობებს, რის გამოც კონსულტაციების წარმოების მიზნით შეიქმნა კოალიციის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი.

„საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ კოალიცია “ქართული ოცნება” შეუდგა ქართველი ხალხის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა უზრუნველვყოთ კონსტიტუციური წესრიგი და სახელმწიფო ორგანოების შეუფერხებელი მუშაობა ხელისუფლების შეცვლის პროცესში. ამასთანავე, ახალი მთავრობის ფორმირებამდე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და სახელმწიფო ორგანოების გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედ მთავრობას“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

Civil.Ge © 2001-2024