ივანიშვილი აცხადებს, რომ პირველი ვიზიტით აშშ–ს ეწვევა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 Oct.'12 / 11:22

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა 3 ოქტომბერს, რომ პრემიერ–მინისტრის პოსტის დაკავების áƒ¨áƒ”მდეგ მისი პირველი უცხოური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში áƒ¨áƒ”დგება იქ დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

„პირველი ვიზიტი მექნება ვაშინგტონში“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ „უკეთესი და უფრო ეფექტური“ იქნება, თუ ეს ვიზიტი აშშ–ში ნოემბრის áƒ¡áƒáƒžáƒ áƒ”ზიდენტო არჩევნების შემდეგ შედგება.

მან ასევე განაცხადა, რომ „ევროპიდანაც მოპატიჟებები გვაქვს“, თუმცა აღნიშნა, რომ „ვაშინგტონამდე არსად წასვლას არ ვაპირებ“. 

ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას ჯერ–ჯერობით არანაირი კონტაქტები არ ჰქონია რუსეთის ხელმძღვანელობასთან და მოსკოვიდან მისი კოალიციის არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით რაიმე მილოცვები არ მიუღია.

ივანიშვილი აცხადებს, რომ ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაცია მისი მთავრობის პრიორიტეტები იქნება; ამის პარალელურად. მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობების დალაგებასაც შეეცდება და ასევე შეეცდება დაარწმუნოს მოსკოვი, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება რუსეთს არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის. 

Civil.Ge © 2001-2024