ივანიშვილი ახალ მთავრობას ორშაბათს წარადგენს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 Oct.'12 / 19:55

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მთავრობის ახალ შემადგენლობას 8 ოქტომბერს წარადგენს.

მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გააჩნია მონახაზი, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს მინისტრების პოსტები და საბოლოო გადაწყვეტილებას თანაგუნდელებთან ამ áƒ¡áƒáƒ™áƒ˜áƒ—ხის შეთანხმების შემდეგ მიიღებენ. მისი თქმით, პარლამენტში არჩეული "ბევრი" ადამიანი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავა.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ არსებული ხელისუფლება საქმეების გადაბარებას იქამდე დაიწყებს, ვიდრე ახალ მთავრობას დაამტკიცებდეს პარლამენტი პირველი შეკრების შემდეგ.

ხელისუფლების „ტრანზიციაზე“ მოლაპარაკებები „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის სამუშაო ჯგუფებმა 5 ოქტომბერს გამართული áƒ¨áƒ”ხვედრით დაიწყეს.

„კარგად აქვთ გაცნობიერებული რეალობა და ძალიან მეგობრული საუბარი იყო იქ“, – განაცხადა ივანიშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართული შეხვედრის შესახებ ქართველ ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს.

„არავითარი ხელისშეშლა არ მოხდება და ძალიან მოკლე დროში გადავიფორმებთ ჩვენ ხელისუფლებას“, – აღნიშნა მან.

ნაციონალურ მოძრაობასთან დღევანდელი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა და რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ „ოფიციალურად მთავრობის დამტკიცებამდე, რომელსაც რამდენიმე კვირა დასჭირდება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ყველა ძირითად სტრუქტურაში, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში მიავლენენ თავიანთ წარმომადგენლებს, რათა უზრუნველყოთ სტაბილურობა და უმტკივნეულო გადაბარება ყველა საქმის“.

 

Civil.Ge © 2001-2024