ივანიშვილმა საპარლამენტო თანამდებობებზე კანდიდატურები დაასახელა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Oct.'12 / 13:26

8 ოქტომბერს მინისტრობის კანდიდატების დასახელებასთან ერთად კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ახალარჩეულ პარლამენტში მომავალი თანამდებობის პირებიც წარადგინა. 

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე გახდება, რომელიც მოქმედი კონსტიტუციით, ქვეყანაში მნიშვნელობით რიგით მეორე თანამდებობაა პრეზიდენტის შემდეგ. 

პარლამენტის მომავალი თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მანანა კობახიძე, პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე დასახელდა; კოალიციიდან ვიცესპიკერები იქნებიან ასევე: კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური; მრეწველთა ერთ–ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე; და ზურაბ აბაშიძე, „თავისუფალი დემოკრატებიდან“. 

ჯერ–ჯერობით უცნობია აჭარიდან რომელი მაჟორიტარი áƒ“ეპუტატი შეავსებს áƒ™áƒ£áƒ—ვნილ კვოტას სპიკერატში, სადაც არაუმეტეს სამი áƒ›áƒáƒáƒ“გილის თანამდებობაა გათვალისწინებული უმრავლესობის გარეთ დარჩენილი áƒžáƒáƒšáƒ˜áƒ¢áƒ˜áƒ™áƒ£áƒ áƒ˜ ჯგუფებისთვის. 

8 ოქტომბერს დავით უსუფაშვილმა Civil.ge-ს განუცხადა, რომ áƒ¡áƒáƒžáƒáƒ áƒšáƒáƒ›áƒ”ნტო უმრავლესობის ლიდერად  დავით საგანელიძის კანდიდატურა განიხილება. მან ასევე განაცხადა, რომ კოალიციაში ჯერ–ჯერობით არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ფრაქციით იქნება ის პარლამენტში წარმოდგენილი.

15 საპარლამენტო კომიტეტიდან áƒ áƒ•áƒáƒ¡ ივანიშვილის პარტიის, ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს წევრები ჩაუდგებიან სათავეში, ირაკლი ალასანიას "თავისუფალ დემოკრატები" და რესპუბლიკელები 3–3 áƒ™áƒáƒ›áƒ˜áƒ¢áƒ”ტის ხელმძღვანელობას ჩაიბარებენ, ხოლო ერთი კომიტეტის მმართველობა áƒ¨áƒ”საძლოა ეროვნულ ფორუმს ერგოს:   

  •  áƒ˜áƒ£áƒ áƒ˜áƒ“იულ საკითხთა კომიტეტი – ვახტანგ ხმალაძე (რესპუბლიკური პარტია)
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – თედო ჯაფარიძე (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო)
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი – ირაკლი სესიაშვილი (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო)
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი – ირინა იმერლიშვილი (რესპუბლიკური პარტია)
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი – დავით ონოფრიშვილი (თავისუფალი დემოკრატები)
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი – ეკა ბესელია (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო)
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – დიმიტრი ხუნდაძე (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო)
  • განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი – ივანე კიღურაძე (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო)
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი – ნოდარ ხადური (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო)
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი – გიგლა აგულაშვილი (რესპუბლიკური პარტია)
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი – ვიქტორ დოლიძე (თავისუფალი დემოკრატები)
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი – გია ცაგარეიშვილი (თავისუფალი დემოკრატები)
  • რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი – ირაკლი ტრიპოლსკი (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო)
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი – გუბაზ სანიკიძე, თუმცა ეს კანდიდატურა საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის (ეროვნული ფორუმი)
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი – ლერი ხაბელოვი (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო)

კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტი პირველივე სხდომაზე ირჩევს თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს, ქმნის ფრაქციებს, რომლებმაც შესაძლოა ასევე შეიძინონ უმრავლესობის ან უმცირესობის სტატუსი; ასევე ქმნის კომიტეტებს და ირჩევს მათ თავმჯდომარეებს და განიხილავს საქართველოს მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

Civil.Ge © 2001-2024