ხელისუფლების გადაცემის საკითხზე მეორე შეხვედრა გაიმართა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Oct.'12 / 19:08

მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში კოალიცია „ქართული ოცნების“ და áƒ›áƒáƒ¥áƒ›áƒ”დი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 8 ოქტომბერს მეორე შეხვედრა გამართეს, რაც ხელისუფლების უმტკივნეულო გადაცემის მიზნით ძალისხმევის კოორდინაციას ისახავს მიზნად.   

შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ახალი მთავრობის áƒ›áƒ˜áƒœáƒ˜áƒ¡áƒ¢áƒ áƒ”ბის უმეტესობა დაასახელა.

შეხვედრის შემდეგ áƒ›áƒ®áƒáƒ áƒ”ებმა განაცხადეს, რომ მომავალი მთავრობის წარმომადგებლები, ზოგიერთ შემთხვევაში თავად მინისტრობის კანდიდატები ან მათი წარმომადგენლები შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლებთან ურთიერთობას დაიწყებენ, რათა უწყებებში არსებულ ვითარებას გაეცნონ.

ორივე მხარის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს შეხვედრის შემდეგ, რომ ეს პროცესი არ ნიშნავს იმას, რომ áƒ›áƒáƒ›áƒáƒ•áƒáƒšáƒ˜ მთავრობის წევრები მონაწილეობას მიიღებენ გადაწყვეტილების მიღების პროცეში áƒáƒœ სხვაგვარად ჩაერევიან სახელმწიფო áƒ£áƒ¬áƒ§áƒ”ბების მიმდინარე საქმიანობაში.    

„შედგება კომუნიკაცია დღეს მოქმედ აღმასრულებელ ხელისუფლებასა და შესაბამის წარდგენილ კანდიდატებს შორის მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან საქმეზე იმისთვის, რომ მომავალ მთავრობას ქონდეს წარმოდგენა იმ პროცესებზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს ამა თუ იმ უწყების შიგნით. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მუშაობის საშუალება ახალ მთავრობას ქონდეს უკვე ინფორმირებულს მიმდინარე პროცესებზე“, – განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ, რომელმაც შეხვედრას „ძალიან პოზიტიური და საქმიანი“ უწოდა.

მან ასევე დასძინა, რომ ერთადერთი მიზანია ხელისუფლების უმტკივნეულო გადაცემა, როგორც ეს დემოკრატიულ სახელმწიფოში უნდა მოხდეს. 

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა სოზარ სუბარმა, რომელიც ივანიშვილმა სასჯელაღსრულების მინისტრად დაასახელა, განაცხადა, რომ კოალიციამ áƒ›áƒáƒ¥áƒ›áƒ”დ ხელისუფლებას გაუზიარა კოალიციის იმ წარმომადგენელთა სია, რომლებიც სამინისტროებში გაიგზავნებიან სამუშაო პროცესის გასაცნობად.

მან ასევე განაცხადა, რომ სხვა საკითხებთნ ერთად შეხვედრაზე ასევე იქნა განხილული ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის შეხვედრის ორგანიზების საკითხი. სუბარმა განუცხადა „რუსთავი 2“–ს, რომ ამ შეხვედრის შესახებ შეთანხმება მიღწეულია და მისი თარიღი „მალე“ გამოცხადდება.

8 ოქტომბერს áƒ—ავად ივანიშვილმა "არ გამორიცხა", რომ სააკაშვილთან მისი შეხვედრა "შეიძლება ხვალაც კი" შედგეს.  

Civil.Ge © 2001-2024