შვიდ უბანზე მაჟორიტარული სისტემით არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Oct.'12 / 11:19

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოთხშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 14 ოქტომბერს სამი ერთმანდატიანი ოლქის შვიდ უბანზე განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება, რის შედეგადაც ამ სამ ოლქში გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატები გამოვლინდებიან.

განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება ხაშურის ერთმანდატიანი ოლქის ხუთ უბანზე; áƒ”სენია â„–3, â„–8, â„–10, â„–45 და â„–46  უბნები. ხაშურის ერთმანდატიან ოლქში ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატი სერგო ქიტიაშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი უპირისპირდებიან.

განმეორებითი კენჭისყრა ასევე გაიმართება სიღნაღის საარჩევნო ოლქის â„–5 უბანზე, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი ლევან ბეჟუაშვილი ნაციონალური მოძრაობიდან და „ქართული ოცნების“ წევრი გელა გელაშვილი იყრიან კენჭს.

განმეორებითი კენჭისყრა ასევე გაიმართება გორის საარჩევნო ოლქის â„–4 უბანზე, სადაც ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ტატიშვილი და“ქართული ოცნების“ წევრი მალხაზ ვახტანგაშვილი უპირისპირდებიან.     

განმერეობითი კენჭისყა ყველა ამ უბანზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც არჩევნების შედეგები დარღვევების გამო გაუქმდა.

„ქართული ოცნების“ და ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორის ამ სამ ერთმანდატიან ოლქში ძალიან მძაფრი კონკურენცია იყო.

Civil.Ge © 2001-2024