ახალარჩეული პარლამენტი პირველ შეკრებას მართავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Oct.'12 / 13:16

ახალარჩეული პარლამენტი 21 ოქტომბერს თავის პირველ შეკრებას ქუთაისში აშენებულ პარლამენტის ახალ შენობაში მართავს.

პირველ სხდომაზე არჩეული დეპუტატები მოისმენენ პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლას, მოხდება მათი უფლებამოსილების ცნობა, საპარლამენტო თანამდებობების შევსება და ფრაქციების ფორმირება.

საპარლამენტო უმრავლესობაში, რომელშიც საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ წარმომადგენლები შევლენ, დაგეგმილია სამი ფრაქციის ფორმირება. ყველაზე დიდი ფრაქცია ეყოლება ივანიშვილის პარტიას ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო; სიდიდით მეორე ფრაქცია ეყოლებათ ჩვენი საქართველო–თავისუფალ დემოკრატებს, რომლის ლიდერიც არის არჩეული დეპუტატი და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ალასანია; ხოლო მესამე ფრაქციას შექმნიან რესპუბლიკელები, რომელთა ლიდერიც დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე იქნება არჩეული დღევანდელ სხდომაზე.

საპარლამენტო უმცირესობას, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა შექმნის, ასევე სამი ფრაქციით იქნება წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში – ერთში ძირითადად შევლენ პარტიული სიით არჩეული დეპუტატები, ხოლო დანარჩენ ორს მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატები შექმნიან.

საპარლამენტო ფრაქცია მინიმუმ 6 დეპუტატისაგან შექმნილი პოლიტიკურ ჯგუფია, რაც გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებს მის წევრებს, მათ შორის ფრაქცია შედის პარლამენტის ბიუროს შემადგენლობაში, გააჩნია კვოტები კომიტეტებში, საგამოძიებო კომისიებში და საპარლამენტო დელეგაციებში, ასევე სარგებლობს მეტი დროით დებატების და საპარლამენტო განხილვების დროს.

თუმცა ფრაქციების და კომიტეტების ფორმირებამდე, პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე áƒ—ავდაპირველად ახალი არჩეული წევრების უფლებამოსილება უნდა ცნოს. გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ დეპუტაცია შეეცდება დაბლოკოს სულ ცოტა ერთი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა ნაციონალური მოძრაობიდან – საუბარია როლანდ ახალაიაზე, რომლის მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებაც ზუგდიდში, სადაც ირაკლი ალასანია იყო მისი მთავარი კონკურენტი, áƒ¡áƒáƒ“აო გახდა „ქართული ოცნების“ მხრიდან.

Civil.Ge © 2001-2024