პარლამენტი ახალ მთავრობას და მის პროგრამას ხუთშაბათს დაამტკიცებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Oct.'12 / 18:47
  • გიორგი áƒ¢áƒ£áƒ¦áƒ£áƒ¨áƒ˜ áƒ¡áƒáƒ¡áƒ¯áƒ”ლაღსრულების სამინისტროს სახალხო დამცველის თანამდებობიდან áƒ’ადადგომის იურიდიულად გაფორმების გარეშე ხელმძღვანელობს.  

პარლამენტი ახალ მთავრობას და მის პროგრამას ხუთშაბათს, 25 ოქტომბერს  დაამტკიცებს, განაცხადა პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღევანდელ სხდომაზე.

მისი ინფორმაციით, პრეზიდენტმა უკვე ოფიციალურად წარადგინა პარლამენტში ახალი მთავრობის შემადგენლობა პრემიერ–მინისტრის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.

უსუფაშვილის განცხადებით, მთავრობის შემადგენლობის ირგვლივ საკომიტეტო მოსმენები და ფრაქციებში შეხვედრები სამშაბათს და ოთხშაბათს გაიმართება.

უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ გარკვეული პრობლემები შეიქმნა სახალხო დამცველის თანამდებობასთან დაკავშირებით.

ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ციხის სკანდალის შემდეგ სასჯელაღსრულების მინისტრად დაინიშნა და წესით ომბუდსმენის თანამდებობა იურიდიულადაც ვაკანტური უნდა ყოფილიყო. თუმცა როგორც აღმოჩნდა, გიორგი ტუღუშს პარლამენტში ოფიციალური განცხადება სახალხო დამცველის თანამდებობიდან წასვლის თაობაზე არ შეუტანია და შესაბამისად, მისი გადადგომა იურიდიულად არსად გაფორმებულა.  

დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პირადად ესაუბრა გიორგი ტუღუშს, რომელიც ამ დრომდე სასჯელარსრულების მინისტრის მოვალეობას ასრულებს, და მან „დაადასტურა“, რომ „გადადგომაზე არანაირი განცხადება არ დაუწერია“.

ეს იმას ნიშნავს, რომ სასჯელარსრულების მინისტრი ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ორ ერთმანეთთან შეუთავსებელ თანამდებობას იკავებდა, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს და იურიდიული გამოსავლის მოძებნა ესაჭიროება.

მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის თანამდებობა ოფიციალურად გახდება ვაკანტური, ამ თანამდებობაზე კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, ფრაქციას, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს. სახალხო დამცველს პარლამენტი 5 წლის ვადით ირჩევს.

სამოქალაქო საზოგადოება რამდენიმე კანდიდატს აქტიურად განიხილავს სახალხო დამცველის პოსტზე, თუმცა უცნობია, áƒ•áƒ˜áƒ¡ მოიაზრებს საპარლამენტო უმრავლესობა მომავალ ომბუდსმენად.  

Civil.Ge © 2001-2024