ივანიშვილის პირველი შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობასთან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 Oct.'12 / 22:11


მომავალი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი; თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ალასანია და ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატი კახი კალაძე, რომლებიც მინისტრობის სხვა კანდიდატებთან ერთად ესწრებიან ნაციონალური მოძრაობის დეპუტაციასთან შეხვედრას და უსმენენ áƒ£áƒ›áƒªáƒ˜áƒ áƒ”სობის წარმომადგენლის გამოსვლას 24 ოქტომბერს. ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური. 

პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი 24 ოქტომბერს საპარლამენტო უმცირესობის დეპუტაციას შეხვდა áƒáƒ®áƒáƒšáƒ˜ მთავრობის და მისი პროგრამის áƒ“ამტკიცებამდე ერთი დღით ადრე და მათ შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრამ, რომელიც დაახლოებით 2.5 საათს გაგრძელდა, ძირითადად კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა იყო მომენტებიც, როცა ეს რეჟიმი აქტიურ პოლემიკაში გადაიზარდა – ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა მომავალი პრემიერ–მინისტრი "არარეალისტური" გეგმების გამო გააკრიტიკეს, ივანიშვილმა კი áƒ£áƒ›áƒªáƒ˜áƒ áƒ”სობის ზოგიერთი დეპუტატი "დემაგოგიაში" დაადანაშაულა.

„ჩვენი სურვილი იყო არა ვინმეს დამარცხება, არამედ საქართველოს გამარჯვება. ჩვენი სურვილი არ არის ვინმეს დამარცხება, ან ვინმეს დასჯა, თუმცა მათ ვისაც ქონდათ კანონდარღვევები, მათ ალბათ მოუწევთ პასუხი აგონ კანონის წინაშე“, – განაცხადა ივანიშვილმა თავის მოკლე შესავალ სიტყვაში.  

მან ასევე ასევე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ „ძალიან დიდია სხვაობა“ შეხედულებებში, საპარლამენტო უმცირესობას ახალი ხელისუფლება ყველანაირ საშუალებაა მისცემს, რომ მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის განვითარებაში.  

„მაგრამ ძირითადი გასაკეთებელი იქნება თქვენი“, – მიმართა მან ნაციონალური მოძრაობის დეპუტაციას, „თქვენ უნდა განსაზღვროთ როგორ შეძლებთ, რომ შეიცვალოთ და ახალ რეალობაში მოახერხოთ მუშაობა. ახალ რეალობაში მხედველობაში მაქვს, რომ დასრულდა ეტაპი სიცრუისა და ძალადობის. მე და ჩემი გუნდი პირობას გაძლევთ, რომ მეთოდები მსგავსი გამოყენებული არ იქნება ჩვენგან და მაქსიმალურად ვიქნებით ობიექტურები და მაქსიმალურად ანგარიშს გავუწევთ ყველა თქვენს კონსტრუქციულ მოსაზრებას“.   

პირველი შეკითხვა ბიძინა ივანიშვილს დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ დაუსვა იმის შესახებ, თუ როდიდან აპირებს ახალი მთავრობა პენსიის 220 ლარამდე გაზრდას, როგორც ამაზე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნების“ ერთ–ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია საუბრობდა.

ივანიშვილმა უპასუხა, რომ მინიმალური პენსიის საარსებო მინიმუმამდე გაზრდა მისი გეგმის ნაწილია, თუმცა „კონკრეტული ციფრებისგან თავს ვიკავებდი ყოველთვის“. მან ასევე განაცხადა, რომ ამ თემაზე არც კონკრეტული დროის მითითება ხდებოდა მისი მხიდან. 

„მე ზუსტად ვერც დღეს დაგიკონკრეტებთ დროს –  áƒ”ს მოხდება ერთ წელიწადში თუ უფრო გვიან. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოვახერხებთ ჩვენ რეალურად ინვესტიციების მოზიდვას, სამუშაო ადგილების შექმნას... თოთოეულ ოჯახში შემოსავლის ზრდას, რაც პარალელურად გამოიწვევს ბიუჯეტის გაზრდას... მაგრამ უახლოეს დროში, უახლოეს რამდენიმე წელიწადში ეს რეალურია“, – განაცხადა მან. 

გიგი წერეთლის შეკითხვაზე, თუ რა დაუჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს მისი მთავრობის პროგრამის შესრულება საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის უზრუნველსაყოფად, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ამ ეტაპზე მას არ შეეძლო კონკრეტული áƒ áƒ˜áƒªáƒ®áƒ•áƒ˜áƒ¡ დასახელება, ვინაიდან არ იცნობდა საბიუჯეტო რესურსებს დეტალურად. თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ თუ ამისთვის საბიუჯეტო თანხები არ იქნება საკმარისი, ის საკუთარ სახსრებს დაამატებს პროგრამის დასაფინანსებლად.

„თქვენ ალბათ გახსოვთ, დიდი ხანია თქვენ, ბევრი თქვენთაგანი პარლამენტში მოღვაწეობთ, პირველი ორ წელიწადზე მეტი [ვარდების როვოლუციიდან] áƒ›áƒ” პარლამენტსაც, áƒ•áƒáƒ¤áƒ˜áƒœáƒáƒœáƒ¡áƒ”ბდი სპეციალური ფონდების დახმარებით, პარლამენტის ხელფასებსაც, მინისტრების ხელფასებსაც, თავდაცვის სამინისტროსაც და ასეთივე კანონიერი გზა გამოინახება ახლა, თუ ამის საჭიროება დადგება“, – განაცხადა მან.

ანალოგიური პასუხი გასცა მან კითხვას მისი წინასაარჩევნო დაპირების დაფინანსების წყაროების შესახებ, რომელიც ეხებოდა სოფლის მეურნეობის, მათ შორის მცირე ფერმერების დაფინანსებას,  რაც საშუალებას მისცემს მათ მთლიანი სასოფლო–სამეურნეო ციკლი განახორციელონ, დაწყებული მოსავლის მოყვანით და აღებით და დამთავრებული ბაზარზე გასვლით. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამ გეგმის განხორციელებას áƒ—ანამდებობაზე áƒ“ამტკიცებისთანავე შეუდგება და თუ საჭირო გახდება, იგი საკუთარ ფინანსებსაც გამოიყენებს პროექტის დასაფინანსებლად.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის საკუთარ ფულს გამოიყენებს იმ შემთხვევაშიც, თუ სახელმწიფო სახსრები არასაკმარისი იქნება, რათა შეასრულოს თავისი წინასაარჩევნო დაპირება კახეთის რეგიონში ივლისში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის ზარალის სრული ანაზღაურების თაობაზე.

ივანიშვილმა აღნიშნა, რომ გაურვეველია ასევე კონკრეტული თარიღი, თუ როდის გაიზრდება დევნილთა კომპენსაციები საარსებო მინიმუმამდე.

საბანკო კრედიტების საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე დასმულ შეკითხვაზე, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ამის „ხელოვნურად“ გაკეთება ვერ მოხერხდება და ეს „ბაზარმა“ უნდა განსაზღვროს.

დეპუტატი აკაკი მინაშვილი პრემიერ–მინისტრობის კანდიდატს შეეკითხა, როგორ და როდის მოახერხებს ის რუსეთთან არსებული ემბარგოს მოხსნას და რა პირობებს შესთავაზებს „ოკუპანტ სახელმწიფოს“ ამ მიზნით.

„მე ვფიქრობ, რომ ამის შესაძლებლობა არსებობს დღეს რეალურად – ეს ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის“, – უპასუხა ივანიშვილმა, „კონკრეტული დროის დაფიქსირება შეგეძლოთ თქვენ [მოქმედ ხელისუფლებას], როდესაც რუსეთის სახელმწიფოს საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში გაერთიანებაზე გაურკვეველი მიზეზებით ხელი მოაწერეთ. ამის რეალური შესაძლებლობა არსებობდა მაშინ, რომ მოგეთხოვათ; ამის ნება თქვენ არ გაგაჩნდათ“.

„მე ვფიქრობ, რომ ძალიან რეალურია უახლოეს დროში ეს ყველაფერი მოხდეს, თუმცაღა არავითარი კონკრეტიკა ისეთი, რომ მე ვინმესთან რამე შეთანხმებული მქონდეს [არ არსებობს], ჩვენ არავითარი ურთიერთობა არა გვაქვს რუსეთის ხელისუფლებასთან“, – განაცხადა მან და გაიმეორა ბრალდებები იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის რიტორიკამ გამოიწვია ქართული პროდუქციის იმპორტის აკრძალვა რუსეთის მიერ.

„მე ვერ გეტყვით კონკრეტულ რიცხვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ უახლოეს დროში მოსახერხებელი იქნება, რომ რუსეთთან აღვადგინოთ სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები“, – განაცხადა ივანიშვილმა.    

ტარიფების შემცირებაზე კოალიციის დაპირების თაობაზე დასმულ შეკითხვას, თუ როდის და რამდენით შემცირდება კომუნალური გადასახადები, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ის კვლავაც სწავლობს ამ თემას. 

„სახელისუფლებო კომპანიების ხელოვნური ჩართულობით გაზრდილია გაზისა და ელექტროენერგიის ფასები“, – განაცხადა მან, „იმ კომპანიების ჩამოშორებით, რომლებიც ხელოვნურად მონაწილეობენ ფასების შექმნაში, მე ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება ტარიფების დაწევა, რა რაოდენობით, დღეს ზუსტად ვერ გიპასუხებთ“.

დეპუტატმა დავით საყვარელიძემ, მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ივანიშვილს კრიმინალთან ბრძოლის შესახებ დაუსვა შეკითხვა და განუცხადა, რომ „ევროკავშირის კვლევებით საქართველოს აქვს ახლა ერთ–ერთი ყველაზე დაბალი კრიმინალი“.

„ჩვენ იგივე მეთოდებით არ ვიმუშავებთ, როგორც მუშაობდით თქვენ“, – უპასუხა ივანიშვილმა, „ეს მეთოდები იყო საშინელი –  áƒ©áƒ•áƒ”ნ ვნახეთ ის კადრები, რაც ციხეებიდან გამოვიდა“.

„ის რომ თქვენ მოახერხეთ მართლაც დაბალ და საშუალო ფენებში კორუფციის აღკვეთაც და კრიმინალიზაციის შემცირებაც, მე ამას აღვნიშნავ“, – განაცხადა მან, „თქვენ და თქვენი გუნდი ახერხებდით ევროპის და ევროპული ინსტიტუტების მოტყუებას ხშირად და რეიტინგებში რაღაცას იმარჯვებდით... მაგრამ ადამიანის უფლებების მდგომარეობით საქართველო იყო კატასტროფულ მდგომარეობაში“.

„საქართველოში რეალურად მოხდება, რომ არ იარსებებს არავითარი მაფიოზური და კრიმინალური დაჯგუფებები და ეს მოხდება ცივილიზებული მეთოდებით, განსხვავებით იმ მეთოდებისგან, რომელსაც თქვენ იყენებდით“, – განუცხადა ივანიშვილმა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს. 

ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის პატარა და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მომხრეა, თუმცა დიდი ჰესების მშენებლობის მიზანშეწონილობას „ძალიან კონკრეტული ანალიზი“ ესაჭიროება არსებული გარემოსდაცვითი წუხილების ფონზე.

„მე არ გამოვრიცხავ, რომ გიგანტური ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე უარის თქმა მოგვიწიოს, მაგრამ ამას უნდა ანალიზი და არა დღეს ტრიბუნიდან გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საჭიროა ამ თემაზე ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის მოწყობა. „პირველი გადმოსახედიდან უფრო რეალურია საშუალო და მცირე ჰესების მშენებლობა, რომელიც ნაკლებად დააზიანებს ჩვენს ბუნებას", – აღნიშნა მან. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატის რასისტულ გამონათქვამებთან დაკავშირებულ შეკითხვაზე, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა, რომ დავით დარახველიძეს ჰქონდა შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოებასთან, რომელმაც „ძალიან კარგი და აქტიური პოზიცია“ დაიკავა და რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც „მოახერხა და დაარწმუნა“, რომ ადგილი ჰქონდა "წამოცდენას და ეს არ არის მისი პოზიცია, რაზეც მან ბოდიში მოიხადა“.

„ამასაც უნდა ვებრძოლოთ და მოვახერხოთ ის, რომ საქართველოს პოლიტიკაში მსგავსი პოზიციები აღარ არსებობდეს“, – განაცხადა მან.

ერთ–ერთ ყველაზე მოკლე შეკითხვის სახით დეპუტატმა გიორგი კარბელაშვილმა ჰკითხა პრემიერ–მინისტრობის კანდიდატს: „ორ წელიწადში აპირებთ თუ არა პოლიტიკიდან წასვლას?“

„ორ წელიწადში არა, უფრო ადრე“, უპასუხა მან, „წელიწადნახევარში შეიძლება დავტოვო პოლიტიკა“.

მისი თქმით, პოლიტიკაში „მოსვლისთანავე“ ამბობდა, რომ 2–დან 3 წლამდე პერიოდში აპირებდა პოლიტიკიდან წასვლას.

„ერთი წელი მე უკვე პოლიტიკაში ვარ, მხედველობაში მაქვს ოპოზიციაში ყოფნა“, – განაგრძო მან, „იმის შემდგომ, რაც გავიმარჯვეთ არჩევნებში შემიძლია უფრო კონკრეტულად მოგახსენოთ, რომ წელიწადნახევარშიც ვაპირებ პოლიტიკიდან წასვლას, მაგრამ მე არ ვაპირებ ქვეყნიდან წასვლას. მე დავტოვებ ისეთ გუნდს, რომელიც შეასრულებს ჩვენს ყველა დაპირებებს და მე პასუხისმგებლობას არ ვიხსნი იმ დაპირებებზე, რაზეც მე რამდენჯერმე განვაცხადე და ვაპირებ სამოქალაქო სექტორში ერთ–ერთ აქტიურ წევრად დარჩენას“.

„სამოქალაქო საზოგადოებას არ აქვს გამოცდილება პოლიტიკური როგორ უნდა ავირჩიოთ და როგორ უნდა ვაკონტროლოთ ხელისუფლება; და აი დარჩენილ ჩემს აქტიურ ცხოვრებას სწორედ აქ ვაპირებ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად [გავატარო], რომ ჩვენ მოვახერხოთ მივიღოთ ევროპული ტიპის საზოგადოება“, – განაცხადა მან.

დეპუტატმა შოთა მალაშხიამ მას დაუსვა შეკითხვა კონფლიქტების და „ომის დაწყების“ შესახებ. 

„თუ არა დიდი პროვოკაცია, რომელიც თქვენი მონაწილეობით ალბათ პირადად და თქვენი მთავარსარდლის სააკაშვილის მეთაურობით მოხდა და რაც ახსნილია ტალიავინის განცხადებაში და ევროპელები და ამერიკელები ამას აღიარებენ, ეს პროცესი ესე ვერ მოხდებოდა“, – განაცხადა ივანიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

„იმ პროვოკაციის საფუძველზე რუსეთს გაუჩნდა, რეალური საფუძველი – თქვენ მიეცით მას შესაძლებლობა  ამისა და მან განახორციელა დიდი ხნის ოცნება და ჩვენ მივიღეთ ოკუპირებული ტერიტორიები, რეალურად რაც დღეს გაგვაჩნია“, – განაგრძო მან.

მან ასევე განაცხადა, რომ კონფლიქტების მოგვარების საკითხთან დაკავშირებული სიტუაცია ახლა ძალიან გართულებულია, რადგანაც ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკამ კონფლიქტის მოგვარების საკითხები „ჩიხში შეიყვანა“. მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრობლემის „სწრაფი“ მოგვარება მოხდეს. თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ ხელსაყრელი გლობალური პოლიტიკური სიტუაციის შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლოა „იმაზე სწრაფად მოხდეს, ვიდრე წარმოგვიდგენია“.

„ამის გასაღებიც, თუ გნებავთ, არსებობს ისევ ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველო ისეთი ქვეყანა უნდა გახდეს, რომელიც მოიზიდავს „ჩვენს ძმებს, აფხაზებს და ოსებს“.

იუსტიციის სახლებზე დასმულ შეკითხვაზე ივანიშვილმა უპასუხა, რომ ეს კარგი რეფორმაა, თუმცა იმდენი სხვა პრიორიტეტები და პრობლემები არსებობს, რომ მათი მოგვარების სანაცვლოდ არ შეიძლებოდა „აკვიატებულად“ ამ სახლების მშენებლობა.

„ასეთი იყო არსებული ხელისუფლების პოლიტიკა და ასეთი იყო მათი ლიდერის ხასიათი“, –  აღნიშნა მან.

„მე გარწმუნებთ, რომ  ბევრ რამეზე მოგიწევთ კიდევ პასუხის გაცემა და მათ შორის, გუნდის წევრებსაც“, – განაცხადა ივანიშვილმა.

პარლამენტის უხუცესმა დეპუტატმა გოგი ოჩიაურმა განაცხადა, რომ მას ივანიშვილის პასუხებიდან დარჩა შთაბეჭდილება, რომ ისევ „წინასარჩევნო ფაზაში იმყოფება“ და კონსტრუქციული თანამშრომლობის საწინააღმდეგო განწყობებს აღვივებს.

„წინასაარჩევნო პათოსით ლაპარაკობთ და ეწევით დისკრედიტაციას თქვენამდე არსებული ხელისუფლებისა; საქართველოს პროგრესი აბსოლუტურად ყველა სფეროში აღიარებულია ცვილიზებული მსოფლიოს თითქმის ყველა ინსტიტუციებში. თქვენ აპირებთ ასე გაგრძელებას დისკრედიტაციას საქართველოს მიღწევების?... ასე აპირებთ გაგრძელებას?“, – ჰკითხა ოჩიაურმა ივანიშვილს.

„რა თქმა უნდა, ასე ვაპირებ გაგრძელებას“, – უპასუხა მან, „რა თქმა უნდა, მე ვიქნები ყოველთვის რეალისტი და მე არ გავიმეორებ იმ ფასადურ დაპირებებს და იმ ფასადურ რეფორმებს, რომლითაც ეს ხელისუფლება ტრაბახობს... როგორ შეიძლება საქართველოში ადამიანის უფლებებზე ისაუბრო იმის შემდეგ, რაც ხდებოდა, კონკრეტულად თითოეულ ოჯახზე ძალადობა ხორციელდებოდა... მოვახერხებთ იმას, რომ უარი ვთქვათ სიცრუის და ძალადობის მანქანაზე“.

ამ გამოსვლის შემდეგ ივანიშვილს დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა მიმართა: „დღევანდელმა თქვენმა გამოსვლამ აქ დაადასტურა კიდევ ერთხელ, რომ თქვენ პატივს არ სცემთ არა მხოლოდ იმ ადამიანებს და იმ გარდაქმნებს, რომლებიც ამ ქვეყანაში მიმდინარეობდა წლების განმავლობაში, არამედ თქვენ პატივს არ სცემთ თქვენს სიტყვებს, თქვენს დაპირებებს... დღეში რამდენჯერმე იცვლება თქვენი პოზიცია“, – ამ მომენტში მას შეაწყვეტინა ივანიშვილმა, რომელმაც თხოვა, რომ დაეკონკრეტებინა რას გულისხმობდა.  წიკლაურმა უპასუხა, რომ თავდაპირველად áƒžáƒ áƒ”მიერობის კანდიდატი áƒžáƒ˜áƒ áƒ•áƒ”ლ ვიზიტს აშშ–ში გეგმავდა და შეიცვალა პოზიცია ევროპაში გამგზავრების სასარგებლოდ; მან ასევე განაცხადა, რომ ივანიშვილი გადასახადების „ელვისებურად“ დაწევას პირდებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის.

„როგორ შეიძლება თქვენ ადამიანმა დაგიჯეროთ? როგორ შეიძლება თქვენნაირი ცვალებადი ფსიქიკის ადამიანს დაუჯეროს ადამიანმა და ანდოს ქვეყანა?.. თქვენი გასართობი კი არ არის, ეს არის ჩვენი სამშობლო და გარწმუნებთ, რომ ამ ქვეყანას არავითარ შემთხვევაში არ ჩაგაგდებინებთ იმ თვალსაზრისით ხელში, რომ ის რეფორმები, ის მოდერნიზაცია, რომელიც ამ ქვეყანაში იყო წაიყვანოთ იქით, საიდანაც თქვენ ჩამობრძანდით ცხრა წლის წინ. საქართველო რუსეთი არ გახდება… გქონდეთ იმედი, რომ ქართული პატრიოტული ელიტა არნახულ მართლა შეკავშირებას მოახდენს ერთმანეთთან იმისათვის, რომ თქვენი აი ამ ტიპის გეგმები არ განგახორციელებინოთ,” –  განაცხადა წიკლაურმა, რასაც მისი თანაგუნდელების ტაში მოყვა.

„გასაგებია. თქვენ პირადად შეგახსენებთ“, – მიმართა ივანიშვილმა წიკლაურს, „თქვენ რასაც იდეოლოგიას ეძახით და მე პირადად დემაგოგიად მოვიხსენიებ... მე თქვენ პირობას გაძლევთ, რომ თქვენს დემაგოგიას გასავალი აღარ ექნება მომავალში. თქვენ დაკარგავთ გასაღების ბაზარს თქვენი დემაგოგიის, თუ არ შეიცვლით პოზიციას და არ შეიცვლით პლატფორმას, რისი სურვილიც მე გამაჩნია“.

„თქვენ, რა თქმა უნდა, სრული უფლება გაქვთ არ გვენდობოდეთ ჩვენ, არ იცოდეთ ან არ გაინტერესებდეთ, რომ ბევრი მინისტრი, დეპუტატიც ვალებით არის წასული ხელისუფლებიდან და არა რაღაც ელიტარული კორუფციით, ან დაგროვილი მილიონებით, მაგრამ იმედია გაიგებთ ამას მალე“, – მიმართა დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა მომავალ პრემიერ–მინისტრს და აღნიშნა, რომ გაცილებით უარესი დრო იყო 90–იან წლებში, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს.   

„ის, რაც ზოგადად საქართველოში დღემდე ხდებოდა, მე მიმაჩნია, რომ იყო კატასტროფა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ივანიშვილმა,  „ჯერ კიდევ ბევრი ფაქტები გამომჟღავნდება, რომ იცოდეთ; თქვენთვის არ იქნება სიურპრიზები მე მგონი, მაგრამ საზოგადოებას, მათ რიცხვში ცივილიზებულ სამყაროს, ჯერ ბევრი სიურპრიზები ელოდება კიდევ და თქვენც ამის მოწმენი გახდებით, როგორ იცვებოდა ადამიანის უფლებები საქართველოში და რა ხდებოდა რეალურად. თქვენ ნახავთ ამას“.  

პოლემიკის რეჟიმი დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ განაგრძო და განაცხადა: „გვამხილეთ ბატონო რაშიც გნებავთ: ადამიანის უფლებებათა დარღვევებში, გვამხილეთ ყველა საშინელ დანაშაულში, რომელიც ჩვენ მოგვაყენებს პიროვნულ ზიანს, მაგრამ დაანებეთ თავი იმგვარ მხილებებს, მართალიც რომ იყოს, რომელიც ქვეყანას მიაყენებს ზიანს“.

მან ასევე გაიმეორა მისი გუნდის ბრალდება და განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია და არა მტკიცებულებები, რომ "ქართული ოცნება" ეცდება ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებზე ზეწოლას და მათი გადაბირების ხარჯზე 85–წევრიანი უმრავლესობის საკონსტიტუციო უმრავლესობამდე – 100 დეპუტატამდე გაზრდას. „არ ჭირდება ამას ოპოზიციაზე ზეწოლა... ყველა ნორმალურ საკითხზე თქვენ 100 კაცი კი არ გეყოლებათ, 150 კაცი გეყოლებათ [მხარდამჭერი]“, – მიმართა მან ივანიშვილს.  

„მე არ ვაპირებ არც ოპოზიციაზე ზეწოლას და არც სიცრუით ცხოვრებას, არც მხილებებით არ ვარ დაკავებული და არც დისკრედიტაციით არ ვარ დაკავებული“, – უპასუხა ივანიშვილმა, „მე მუდამ მიცხოვრია სიმართლით და ასე გავაგრძლებ მომავალშიც. არასდროს არ ვიტყვი შავზე თეთრს. ეს იქნება ჩვენი პოლიტიკა“. 

„არაფერი შედეგი არ ჰქონია მაგ რეიტინგებს თქვენსას და არავინ [ინვესტორები] არ ისწრაფოდა საქართველოსკენ და ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. არ იმუშავეს მაგ თქვენმა ცრუ რეიტინგებმა და შესაბამისად არაფერს არ დავკარგავთ ჩვენ ამით... თქვენი საუბრის გარდა და საკუთარი ლიდერის ტრაბახის გარდა, არავითარი მნიშვნელობა არ ქონია“ 

ბობოხიძემ შეახსენა, რომ მიხეილ სააკაშვილი „ჯერ–ჯერობით არის ქვეყნის“ პრეზიდენტი და არა „ჩვენი ლიდერი“, რომელთანაც მომავალ პრემიერ–მინისტრს მოუწევს ურთიერთობა უნდა მას ეს თუ არ უნდა.

„მე მოვიხსენიებ მას ხშირად პრეზიდენტად“, – უპასუხა ივანიშვილმა, „ამ შემთხვევაში რამდენადაც ის ამავდროულად არის თქვენი ლიდერი – აქ არაფერი შეურაცხმყოფელი არაა, თქვენი ლიდერია რეალურად... ლიდერად მოვიხსენიებდი, როდესაც თქვენთან ვსაუბრობდი. მე მგონი აქაც აბსოლუტურად ლოგიკა არ ირღვევა“. 

ნაციონალური მოძრაობის რამოდენიმე დეპუტატმა გამოთქვა პრეტენზია იმის თაობაზე, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა, მისი სამთავრობო პროგრამა და ცალკეული მინისტრობის კანდიდატების განცხადებები მათი კანდიდატურების კომიტეტებში განხილვის დროს ერთმანეთთან შეუსაბამო იყო, რაზეც მათ ივანიშვილმა უპასუხა: „მინისტრების გამონათქვამებში შეიძლება იყო რაღაც ჩაღრმავება და არ მოხდა თანხვედრა [მთავრობის პროგრამასთან], პრინციპში დაზუსტდებიან, გამონათქვამებზე ნუ გამოვეკიდებით“.

მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბარში საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ივანიშვილის გამოსვლა შეფასა, როგორც „კარგი პოლიტიკური განზრახვების დეკლარირება“.

„ეს არ იყო იმ მთავრობის გეგმა, რომელსაც აქვს წარმოდგენა კონკრეტულად რა, როდის და რა ვადაში უნდა გაუკეთოს მოსახლეობას“, – განაცხადა მან, „ამ მოსმენამ ვერანაირი დამატებითი სიცხადე ვერ შეიტანა კონკრეტული დაპირებების შესრულებასთან დაკავშირებით“. 

საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე კი თანაგუნდელების სახელით შემაჯამაბელი პოზიცია ვიცე–სპიკერმა გიორგი ბარამიძემ და ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ლიდერმა გოკა გაბაშვილმა გამოთქვეს.

ივანიშვილის მიმართ პოზიტიურ მოლოდინებზე საუბრის პარალელურად, ბარამიძემ თავის გამოსვლაში განაცხადა, áƒ áƒáƒ› მისი გუნდი დაინტერესებულია, რომ თუ შიგნით ვინმეს დანაშაული გამომჟღავნდება, მან პასუხი აგოს.

„ამაში ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ. ეს ჩვენი ინტერესია იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვისაც აქვს ის აზრი, რომ აი, კრიმინალებთან ერთად რაღაცას მივაღწევთ და კრიმინალებთან ერთად შევძლებთ ხელისუფლებაში ყოფნას. იდიოტი უნდა იყოს ადამიანი, რომ ასე ფიქრობდეს. ამიტომ არცერთ ნორმალურ პარტიას, არცერთ ნორმალურ გუნდს არ ჭირდება კრიმინალები თავის გუნდში და არც მანამდე ვაფარებდით ხელს და მითუმეტეს, არც ახლა არ დავაფარებთ“, – განაცხადა მან.

დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ ახალი მთავრობის პროგრამა "არარეალისტურია".

„ეს არ არის ერთი კონკრეტული ქველმოქმედებისთვის გამოყოფილი ტერიტორია“, – მიმართა ივანიშვილს გოკა გაბაშვილმა გაუსვა რა მის საქმიანობას ხაზი პოლიტიკაში მოსვლამდე, „ქველმოქმედებისთვის, რომელიც უანგარო არ არის და რომელიც ითხოვს, რომ ამ ქველმოქმედების საფასურად თქვენ მთავრობაში იყოთ. ეს არის ფუნქციონირებადი ორგანიზმი, ეს არის სახელმწიფო, ეს არის ქვეყანა და ამ ქვეყნის არც მექანიზმი, არც სულისკვეთება და არც მიმართულება თქვენ არ გესმით, ამიტომ ვერ მიიღებთ ჩვენ მხარდაჭერას“.

ბიძინა ივანიშვილმა თავის მოკლე შემაჯამებელ გამოსვლაში გაიმეორა ის, რითაც დაიწყო უმცირესობასთან შეხვედრა და განაცხადა, რომ მისი სურვილია, „საზოგადოების არცერთი წევრი არ დარჩეს პროცესების მიღმა“.

"ამავდროულად შეკითხვებში, გამოსვლებში, თუ რეპლიკებში იგრძნობა, რომ ძალიან ბევრი თქვენთაგანი ვერ ახერხებს რეალობის აღქმას, ისევ ძველი რიტორიკით აგრძელებთ, ესეც თქვენი უფლებაა, რა თქმა უნდა“, – მიმართა მან უმცირესობის წარმომადგენლებს, „ჩვენ ყველა საშუალებას შევქმნით იმისას, რომ თქვენ თავისუფლად შეგეძლოთ თქვენი აზრის დაფიქსირება და გაკრიტიკებაც“.

24 ოქტომბერს ივანიშვილმა ასევე გამართა შეხვედრა დეპუტაციასთან „ქართული ოცნებიდან“, თუმცა განსხვავებით უმცირესობასთან შეხვედრისაგან, ეს შეკრება გაცილებით ხანმოკლე იყო და უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებდა.

Civil.Ge © 2001-2024