საქართველოს ახალი პრემიერ–მინისტრი და მთავრობა ჰყავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Oct.'12 / 16:26


ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ–მინისტრად დამტკიცებამდე პარლამენტს 25 ოქტომბერს სიტყვით მიმართა. ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური. 

პრემიერ–მინიტრის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ახალ მთავრობას და მის პროგრამას 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 54–მა áƒ¬áƒ”ვრმა ნაციონალური მოძრაობიდან წინააღმდეგ მისცა ხმა 25 ოქტომბერს ახალი პარლამენტის მეორე პლენარულ სხდომაზე.

ახალ მთავრობაში, რომელსაც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი უხელმძღვანელებს, პარლამენტმა შემდეგი მინისტრები დაამტკიცა:

  • თავდაცვის მინისტრი და ვიცე–პრემიერი – ირაკლი ალასანია;
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ვიცე–პრემიერი – კახი კალაძე;
  • შინაგან საქმეთა მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი;
  • იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;
  • საგარეო საქმეთა მინისტრი – მაია ფანჯიკიძე
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო;
  • ფინანსთა მინისტრი – ნოდარ ხადური;
  • განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატი  –  გიორგი მარგველაშვილი
  • სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით კირვალიძე;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი კვირიკაშვილი;
  • სასჯელაღსრულების მინისტრი – სოზარ სუბარი (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო);
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი – დავით დარახველიძე;
  • გარემოს დაცვის მინისტრი – ხათუნა გოგალაძე;
  • კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი – გურამ ოდიშარია;
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი;
  • სახელმწიფო მინისტრი ევროპის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში – ალექსი პეტრიაშვილი;
  • სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში – პაატა ზაქარეიშვილი;
  • სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში – კოტე სურგულაძე;
  • დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – კახაბერ საკანდელიძე;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – დავით ნარმანია.  

ეს ორი უკანასკნელი მინისტრი ამ თანამდებობებზე დროებით იმუშავებს, ვიდრე მთავრობის სტრუქტურაში დაგეგმილი რეორგანიზაციის ფარგლებში დასაქმების და ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები ფუნქციონირებას შეწყვეტენ. რეგიონალური განვითარების სამსახური პრემიერ–მინისტრის პირდაპირ დაქვემდებარებაში გადავა, ხოლო ინფრასტრუქტურის განვითარება ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებარება. სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, მთავრობაში áƒ›áƒ˜áƒœáƒ˜áƒ¡áƒ¢áƒ áƒ”ბის საერთო რაოდენობა შემცირდება.

ამ ეტაპისთვის არსებულ 21–წევრიან მთავრობაში ივანიშვილის პარტიას „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ შვიდი ადგილი აქვს, თავად პრემიერ–მინისტრის ჩათვლით. 

ირაკლი ალასანიას პარტია „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ ახალ მთავრობაში ოთხი წევრითაა წარმოდგენილი; რესპუბლიკურ პარტიას და ეროვნულ ფორუმს თითო მინისტრი ყავთ. დანარჩენი მინისტრები არც ერთი პარტიის áƒ¬áƒ”ვრები არ არიან.

მთავრობის ყველაზე უხუცესი წევრია 61 წლის მწერალი გურამ ოდიშარია, რომელიც კულტურის მინისტრად დამტკიცდა და ყველაზე ახალგაზრდა – 30 წლის შინაგან საქმეთა მინისტრი áƒ˜áƒ áƒáƒ™áƒšáƒ˜ ღარიბაშვილი. 

ახალ მთავრობაში სამი ქალი მინისტრია.

ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარემ áƒ’ოკა გაბაშვილმა განაცხადა დებატების დროს, რომ ახალ მთავრობის მიმართ áƒ›áƒ˜áƒ“გომა „დაველოდოთ და შევხედოთ“ ყველაზე სამართლიანი იქნება.

„ეს არიან ადამიანები, რომლებმაც ძალიან ბევრი დაპირება გასცეს... ვერანაირი წინასწარი პროგნოზირება იმისა, თუ როგორ მოიქცევიან, ჩვენ არ შეგვიძლია იმიტომ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე განსხვავებული პოზიცია მათგან იმის შესახებ, თუ როგორი იქნება მათი პოლიტიკა“, – განაცხადა მან.

„ისიც, რომ დღეს უმრავლესობა ასეთი კოლექტიური პროკურორის სახით მოგვევლინა და ბრალდების ტონით და წარსულის განქიქებით უნდა გადაფარვა იმისი, რომ თავისი პოლიტიკა ჯერ ჩამოყალიბებული არ აქვთ, ესეც ნუ გაგიკვირდებათ... სწორედ ეს იქნება მათი საქმიანობა, რომ ბოლო რვა წელიწადი წარმოაჩინონ შავად, პერიოდად როცა არაფერი არ გაკეთებულა... ბევრი ჩვენი კოლეგა წლების განმავლობაში პროფესიონალ ცილისმწამებლად ჩამოყალიბდა და ნუ გაგიკვირდებათ, რომ ეს პროფესიონალური ცილისწამება ეხლა გაგრძელდება უმრავლესობის მხრიდან; ამისთვის არის ძალიან ბევრი აქ მოსული, არა იმისთვის, რომ მართლა ემსახუროს ხალხს... ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ არანაირი პოზიტიური პროგრამა არ არსებობს“, – განაცხადა გაბაშვილმა. 

„თქვენ აღარ ხართ საპროტესტო მიტინგებზე, თქვენ აღარ შეგიძლიათ ხელაღებით ადამიანებისთვის ლაფის სროლა, აღარ შეგიძლიათ ცილისწამება; თუ რამე გაქვთ – პროკურატურა, პოლიცია, იმოქმედეთ“, – განაცხადა მან.

„ქართული ოცნების“ ფრაქციის ხელმძღვანელმა áƒ–აქარია ქუცნაშვილმა განაცხადა თავის გამოსვლაში, რომ კოალიცია, áƒ áƒáƒ›áƒ”ლიც ხელისუფლებაში მოვიდა, ეძებს არა შურსძიებას, არამედ სამართალს. 

„სად გადის ზღვარი შურისძიებასა და სამართლის ძიებას შორის? შურისძიება მდგომარეობს იმაში, რასაც თქვენ აკეთებდით: დაგახვედრონ გადაცმული ადამიანები, გაგიხეთქონ თავები და ეს არის შურსძიება და სამართლის ძიება არის, რომ სასამართლოში წავიდეს როლანდ ახალაიას საქმე და სამართლიანმა სასამართლომ დაადგინოს, უკანონონ ბრძანებებს გასცემდით, თუ არ გასცემდით თქვენ,“ – განაცხადა ქუცნაშვილმა.

„სამწუხაროდ, დემოკრატიის კანონები საკმაოდ მკაცრია და უნდა შევეგუოთ იმას, რომ დარბაზის ერთ ნაწილში ზის ადამიანთა ერთი ჯგუფი, რომელიც იყვნენ ძალადობის და უსამართლობის იდეოლოგები, ადამიანთა ჯგუფი, რომელიც სიამოვნებით აწერდა ხელს ნებისმიერ უკანონო დავალებას, ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ხელს აწერდა უკანონო კანონებს და ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც დაასამარა ქართული მართლმსაჯულება თავიდან ბოლომე“, – განაცხადა მან.   

Civil.Ge © 2001-2021