SOCAR–მა კომპანია ‘იტერა–საქართველო’ იყიდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Nov.'12 / 18:29

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ  კომპანია SOCAR–ი ერთადერთი გაზგამანაწილებელი კომპანია გახდა საქართველოში, დედაქალაქ თბილისის áƒ’არეთ მას შემდეგ, რაც მან კომპანია „იტერა–საქართველო“ იყიდა.

SOCAR–ის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა განუცხადა ჟურნალისტებს ბაქოში, რომ შენაძენის ღირებულება კონფიდენციალურია, თუმცა მისი თანხა დიდი არ არის, იტყობინება „როიტერი“.

„იტერა–საქართველომ“, იტერას კომპანიების საერთაშორისო ჯგუფის ფილიალმა, დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები კომპანიის გაყიდვაზე, რომელიც წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა, მიმდინარე თვეში დასრულდა. „იტერა–საქართველოს“ ინფორმაციით, იგი 170 000 მომხმარებელს აწვდის გაზს საქართველოს რეგიონებში.

SOCAR–ის ქართულმა ფილიალმა 2008 წელს დაახლოებით 22 გაზგამანაწილებელი კომპანია შეიძინა საქართველოს რეგიონებში; კომპანია ასევე მართავს ყულევის ნავთობ ტერმინალს და ბენზინგასამართი სადგურების ქსელს საქართველოს მასშტაბით.

SOCAR–ის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის  ბოლოდროინდელი áƒªáƒ•áƒšáƒ˜áƒšáƒ”ბა არ შეცვლის SOCAR–ის პოზიციას საქართველოში, იტყობინება „როიტერი“. მისი თქმით, საქართველოს ახალი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შეხვდა  SOCAR–ის ქართული ფილიალის ხელმძღვანელს და აზერბაიჯანის ელჩს და „ის დიდად აფასებს SOCAR–ის ინვესტიციებს საქართველოში“.       

Civil.Ge © 2001-2024