ალასანიამ გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილედ ვახტანგ კაპანაძე წარადგინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 Nov.'12 / 19:04

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველ მოადგილედ, áƒ‘რიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე წარადგინა და განაცხადა, რომ გიორგი კალანდაძე გენშტაბის უფროსის თანამდებობაზე რჩება.

ეს განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როდესაც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კაპანაძე გენშტაბის ახალ უფროსად განიხილებოდა. ამასთან, 31 ოქტომბერს ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები გაერთიანებული შტაბის მეთაურის შეცვლასთან დაკავშირებით და რამოდენიმე დღეში გაერთიანებულ შტაბს ახალი მეთაური ეყოლებოდა.

საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, „თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან გადააყენებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს, სხვა მხედართმთავრებს“.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავისი ეს უფლება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ახალი მთავრობის მიერ მოვალეობების შესრულების დაწყებამდე მონაკვეთში გამოიყენა და 32 წლის ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე გაერთიანებული შტაბის მეთაურად დანიშნა, რომელმაც ამ პოსტზე დევი ჭანკოტაძე შეცვალა.

2 ნოემბერს ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ გიორგი კალანდაძესთან შეთანხმებით წარადგინა ვახტანგ კაპანაძის „სწორი კანდიდატურა“ მისი პირველი მოადგილის თანამდებობაზე.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ თავდაცვის სამინისტროს აქვს სრული პოლიტიკური, სამოქალაქო კონტროლი თავდაცვის და შეიარაღებულ ძალებზე და ასევე აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა გაერთიანებულ შტაბებს და თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ნაწილს“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ პრესკონფერენციაზე, სადაც მისი გვერდით იდგნენ áƒ™áƒáƒšáƒáƒœáƒ“აძე და კაპანაძე.  

„აქედან გამომდინარე, დღევანდელი საკადრო გადაწყვეტილება, ისევე როგორც მომავალი საკადრო გადაწყვეტილებები, იქნება ერთობლივად დაგეგმილი, რაც მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და პროფესიონალი კადრების სამხედრო შეაირაღებულ ძალებში სამსახურის გაგრძელებას“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ მომავალი კვირიდან „საბრძოლო ძალების შემოწმებას და ინსპექტირებას“ გეგმავს.

ვახტანგ კაპანაძე 2008 წლიდან დღემდე საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. მას გენშტაბის áƒ›áƒ”თაურის თანამდებობა ეკავა 2004 წლის აგვისტოდან ექვსი თვის განმავლობაში, თუმცა მაშინდელი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნით პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაათავისუფლა და სამხედრო საკითხებში საკუთარ მრჩევლად დანიშნა. პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა კაპანაძემ 2005 წლის ოქტომბერში დატოვა. 2007-2008 წლებში ის პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანი იყო. 1990–91 წლებში ვახტანგ კაპანაძე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო და მას შემდეგ შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობებზე მსახურობდა.

სამხედრო განათლება მას მიღებული აქვს ჯორჯ მარშალის სახელობის სამხედრო ბიუჯეტის დაგეგმარებისა და უსაფრთხოების კოლეჯში გერმანიაში, ასევე უკრაინის ეროვნულ სამხედრო აკადემიაში ოპერატიულ-ტაქტიკურ ფაკულტეტზე და აშშ-ის სახმელეთო ძალების ომის წარმოების კოლეჯში.

Civil.Ge © 2001-2024