ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს უხელმძღვანელებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Nov.'12 / 16:51

ნიკა გვარამია, რომელიც 2009 წლის ბოლომდე მთავრობის წევრი იყო, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი გახდა.

გვარამია დეპუტატი იყო პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობიდან 2004 წლიდან 2007 წლის მარტამდე, როდესაც ის გენერალური პროკურორის მოადგილედ დაინიშნა. ამის შემდეგ მას 2008 წელს, დაახლოებით, ცხრა თვის განმავლობაში, áƒ˜áƒ£áƒ¡áƒ¢áƒ˜áƒªáƒ˜áƒ˜áƒ¡ მინისტრის პოსტი ეკავა, სანამ განათლების მინისტრი გახდებოდა. ამ თანამდებობაზე áƒ˜áƒ¡ 2009 წლის დეკემბრამდე დარჩა.

„მე ვფიქრობ, რომ „რუსთავი 2“ დღეის მდგომარეობითაც არის ერთ–ერთი ყველაზე უფრო დაბალანსებული ტელევიზია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს ამ ახალ ვითარებაში, ვიყოთ ძალიან მწვავეები, გავაშუქოთ ყველა ინფორმაცია. ბუნებრივია, ჩემი აქ მოსვლით თუ ვინმეს კითხვის ნიშნები დაებადა, ეს კითხვის ნიშნები ძალიან მალე გაქრება“, – განუცხადა გვარამიამ ჟურნალისტებს 15 ნოემბერს.

გვარამიამ „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის პოსტზე გიორგი გეგეშიძე ჩაანაცვლა, რომელიც ამჟამად ტელეკომპანიის აქციების 9%–ს ფლობს.

აქციების 91%–ს პირდაპირი და ირიბად áƒšáƒ”ვან ყარამანიშვილი და გიორგი ყარამანიშვილი, áƒáƒ áƒ¡áƒ”ბული ინფორმაციით პრეზიდენტ სააკაშვილთან ასოცირებული პირები áƒ¤áƒšáƒáƒ‘ენ; ორივე მათგანის პირდაპირ მფლობელობაშია „რუსთავი 2“–ის აქციების 40%, ხოლო „რუსთავი 2“–ის 51%–იანი წილის მფლობელი გახდა áƒ›áƒáƒ—ი კუთვნილი ტელეკომპანია „საქართველო“.

ტელეკომპანია „საქართველოს“ სამაუწყებლო ლიცენზია აღარ გააჩნია მას შემდეგ, რაც ის სამოქალაქო განათლების ფონდს მიყიდა. ეს უკანასკნელიყოველთვიური ჟურნალის „ტაბულა“ გამომცემელია, რომლის თანადამაარსებელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას მეუღლე, თამარ ჩერგოლეიშვილია. „ტაბულა“ ტელეკომპანიის მაუწყებლობის დაწყებას სავარაუდოდ იანვარში გეგმავს იმ სამაუწყებლო ლიცენზიით, რომელიც ტელეკომპანია „საქართველოსგან“ შეიძინა.      

„რუსთავი 2“–ის სამი თანამფლობელი – გიორგი გეგეშიძე, ლევან ყარამანიშვილი და გიორგი ყარამანიშვილი ტელეკომპანია „მზის“ თანამფლობელებიც არიან.

2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ „რუსთავი 2“–მა რამდენჯერმე გამოიცვალა მფლობელი და ეს ცვლილებები ხშირად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდებოდა.

„რუსთავი 2“–ის რამდენიმე ყოფილმა მფლობელმა, მათ შორის მისმა თავდაპირველმა დამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ განაცხადეს, რომ ისინი სასამართლოს გზით არხის მფლობელობაში დაბრუნებას შეეცდებიან. 

Civil.Ge © 2001-2024