თავდაცვის სამინისტრო: ავღანეთში 1 571 ქართველი სამხედრო მსახურობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Nov.'12 / 17:32

ოქტომბრიდან საქართველომ ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე ISAF–ის ოპერაციაში მონაწილე ქართული კონტინგენტის რაოდენობა 1 571 სამხედრომდე გაზარდა, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

ამჟამად საქართველოს ორი ბატალიონი ჰყავს განთავსებული ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში – პირველი ქვეითთა ბრიგადის მე–12 ბატალიონი და მესამე ქვეითთა ბრიგადის 32–ე ბატალიონი; ეს უკანასკნელი უკვე მეორე როტაციის ფარგლებში იმყოფება ავღანეთში.     

თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები იმის მაჩვენებელია, რომ ამჟამად საქართველო, ავსტრალიასთან ერთად, რომლის წვლილიც ავღანეთის ოპერაციაში საშუალო წლიურ 1 550 სამხედროს შეადგენს, ნატოს ერთ–ერთი უმსხვილესი არაწევრი სახელმწიფოა, რომელსაც ყველაზე მეტი კონტიგენტი ჰყავს ავღანეთში.

საქართველომ ავღანეთში 18 სამხედრო დაკარგა მას შემდეგ, რაც ქვეყანა 2009 წლის ნოემბერში ISAF-ის ოპერაციაში ჩაერთო. შვიდი ჯარისკაცი წელს დაიღუპა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ áƒáƒ¡áƒáƒ®áƒ”ლებს áƒ˜áƒ› სამხედროების რაოდენობას, რომლებიც ავღანეთში საომარი მოქმედებების დროს დაიჭრნენ. 

Civil.Ge © 2001-2025