ალასანია ავღანეთს სტუმრობდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Nov.'12 / 13:50

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ავღანეთს სტუმრობდა, სადაც ქართველი სამხედროები მოინახულა, ISAF-ის ნატოს სარდლობასთან და ავღანეთის ხელმძღვანელობასთან  შეხვედრები გამართა.

თავდაცვის სამინისტროს მიერ 26 ნოემბერს გავრცელებული პრეს-რელიზის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში ალასანიამ განაცხადა, რომ „ქართველი სამშვიდობოები ავღანეთში მისიის დასრულებამდე დარჩებიან და ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს 2014 წლის შემდეგ პოსტ-ISAF-ის პერიოდშიც დაეხმარებიან“.

ამჟამად საქართველო, რომელმაც 2009 წლის ნოემბრიდან ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობის განმავლობაში 18 სამხედრო დაკარგა, ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ქვეყანაა ISAF-ის ოპერაციაში. ოქტომბრიდან ქართული კონტინგენტი 1 571 სამხედრომდე გაიზარდა.

თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში თავისი პირველი ვიზიტის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციასა და ქაბულის სამხედრო ბაზებზე დისლოცირებული ქართველი სამხედროები მოინახულა. მან ერედვის ბაზაზე იმ ქართველი ჯარისკაცების ჯგუფი დააჯილდოვა áƒ›áƒ”დლებით „სამშობლოსათვის თავდადებული“, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ თალიბი ამბოხებულების წინააღმდეგ წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს. 

ნატოს ISAF-ის სარდლობამ, ალასანიას განცხადებით, „ძალიან მაღალი შეფასებები მისცა“ ქართველ ჯარისკაცებს შეხვედრებზე, რომლებიც áƒ›áƒáƒœ ISAF-ის შტაბ-ბინაში მისიის მეთაურთან გენერალ-ლეიტენანტ ჯონ ალენთან, ასევე ავღანეთში სამხრეთ-დასავლეთის რეგიონალური სარდლობის წარმომადგენლებთან გამართა.

ვიზიტის დასასრულს შედგა შეხვედრა ავღანეთის პრეზიდენტთან ჰამიდ კარზაისთან, áƒ áƒáƒ›áƒ”ლსაც „მე გადავეცი, პირველ რიგში ახალი მთავრობის და მთელი კაბინეტის მხარდაჭერა, რომელიც აქვს ორმხრივ ურთიერთობებს ავღანეთის რესპუბლიკასთან“, განაცხადა áƒ›áƒ˜áƒœáƒ˜áƒ¡áƒ¢áƒ áƒ›áƒ áƒáƒšáƒáƒ¡áƒáƒœáƒ˜áƒáƒ›. ვიზიტის ფარგლებში მან ასევე გამართა მოლაპარაკებები თავის ავღანელ კოლეგასთან áƒ‘ისმილა ხან მოჰამადისთან.

Civil.Ge © 2001-2024