ივანიშვილი დეკემბერში აზერბაიჯანს ეწვევა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Dec.'12 / 16:34

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დეკემბრის ბოლოს აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება, იტყობინება áƒ˜áƒ•áƒáƒœáƒ˜áƒ¨áƒ•áƒ˜áƒšáƒ˜áƒ¡ პრესსამსახური.

ვიზიტის ფარგლებში, რომლის ზუსტი თარიღიც ამ ეტაპზე არ კონკრეტდება, ივანიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილამ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ არტურ რასიზადესთან გამართავს შეხვედრებს.

აზერბაიჯანის პრემიერ–მინისტრის ოფიციალური მიწვევა ბიძინა ივანიშვილს დღეს საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა გადასცა. 

ბაქოში სტუმრობა პრემიერ-მინისტრის რანგში მეორე საგარეო ვიზიტი იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც  პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში 11-14 ნოემბერს იმყოფებოდა.  

Civil.Ge © 2001-2024