შვეიცარიაში ქართველი და რუსი დიპლომატების შეხვედრა გაიმართა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Dec.'12 / 13:47
  • კარასინი: ‘ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის შესაძლებლობა არსებობს’;
  • კარასინი: ‘შეხვედრა ინფორმატიული და საქმიანი იყო’;
  • კარასინი: ‘შევეცდებით მოვძებნოთ გადაწყვეტილებები’;
  • აბაშიძე: „შევთანხმდით, რომ გარკვეულ თემებზე ვერ ვთანხმდებით’;
  • ‘ვაჭრობა, ეკონომიკა, ჰუმანიტარული საკითხები დიალოგის საწყისი თემებია’;
  • აბაშიძე: ‘მოვილაპარაკეთ, რომ ჩვენი დიალოგი გაგრძელდება რეგულარულ საფუძველზე’.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე პრესკონფერენციაზე 1 ნოემბერს. ფოტო: პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 14 დეკემბერს ერთმანეთს შვეიცარიაში შეხვდნენ და შეთანხმდნენ, რომ განაგრძონ სავაჭრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებზე პირდაპირი დიალოგი, რომელიც პირველი ამ ტიპის áƒ›áƒáƒšáƒáƒžáƒáƒ áƒáƒ™áƒ”ბა იყო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.

მოლაპარაკებები, რომელიც „თითქმის ოთხ საათს“ გაგრძელდა, „ჟენევის ერთ–ერთ გარეუბანში“ გაიმართა, განაცხადა ზურაბ აბაშიძემ, რომელიც პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 1 ნოემბერს თავის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში.

განცხადებები, რომლებიც ორმა დიპლომატმა შეხვედრის შემდეგ ცალ–ცალკე გააკეთა, დიდწილად შეესაბამებოდა ერთმანეთს და სავარაუდოდ, წინასწარ იყო შეთანხმებული შეხვედრის დროს. 
 
„შევთანხმდით, რომ გარკვეულ თემებზე ვერ ვთანხმდებით. დასაწყისითვის სასაუბროდ განვსაზღვრეთ სავაჭრო, ჰუმანიტარულ–კულტურული ურთიერთობების საკითხები და რეგულარული საავიაციო მიმოსვლის აღდგენის თემა. მოვილაპარაკეთ, რომ ჩვენი დიალოგი გაგრძელდება და გაგრძელდება რეგულარულ საფუძველზე და ვიმსჯელებთ ამ ფორმატის ტექნიკურ ასპექტებზე“, – განაცხადა აბაშიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კარასინმა, რომელმაც განაცხადა, რომ áƒ˜áƒ¡ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის áƒ˜áƒœáƒ¡áƒ¢áƒ áƒ£áƒ¥áƒ¢áƒáƒŸáƒ˜áƒ¡ ქვეშ áƒ›áƒáƒ¥áƒ›áƒ”დებდა, აბაშიძესთან შეხვედრას „ინფორმატიული და საქმიანი“ უწოდა.

„ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ორმხრივი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის ჩიხშია შესული, მათი გაჯანსაღებაა საჭირო, ურთიერთქმედების კონკრეტულ ფორმებზე გაყვანა áƒ áƒ£áƒ¡áƒ”თის პოლიტიკური პოზიციებისთვის ზიანის მიყენების გარეშე. პირველი შეხვედრა ამას მიეძღვნა“, – განუცხადა კარასინმა „რია ნოვოსტის“ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ.

„მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომლებიც სააკაშვილის მმართველობის დროს დაგროვდა, გაჯანსაღების რეალური შესაძლებლობები მაინც არსებობს“, – განაცხადა კარასინმა.

მისი თქმით, მიღწეულია შეთანხმება, რომ „გამოინახოს დრო და ადგილი“ ამ დიალოგის გასაგრძელებლად. მან ასევე განაცხადა, რომ ამგვარი დიალოგის საჭიროება უკვე „მომწიფდა“.

„პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოებები ამას მოითხოვს“, – განაგრძო მან, „ვიმოქმედებთ რა რუსეთის პრეზიდენტის და საქართველოს პრემიერ–მინისტრის მითითებით, ჩვენ შევეცდებით გამოვნახოთ გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ორი ქვეყნის ინტერესების შესაბამისი იქნება“.

ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ჟენევიდან ტელეფონით საუბრისას აბაშიძემ განაცხადა, რომ მას კონტაქტები ექნება კარასინთან, რათა შემდგომი შეხვედების სიხშირე განსაზღვროს. 
 
როდესაც იგი სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე დაინიშნა, აბაშიძემ განაცხადა, რომ საქართველოს თავისი „წითელი ხაზები“ ჰქონდა, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობა და ალიანსების არჩევის თავისუფლება, კერძოდ კი áƒ”ვრო–ატლანტიკური მიმართულებით.

აბაშიძემ განუცხადა „მაესტროს“, რომ კარასინთან შეხვედრაზე „წითელ ხაზებზე“ საუბარი არ ყოფილა. მისი თქმით, ეს საკითხები, კერძოდ კი სეპარატისტულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები, ჟენევის ფორმატში განიხილება. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომ მისი დიალოგი კარასინთან ჟენევის მოლაპარაკებებისთვის ზიანის მიყენების გარეშე უნდა წარიმართოს.

აბაშიძემ განაცხადა, ქართულ მხარეს არანაირად არ უნდა ზიანი მიაყენოს ჟენევის დისკუსიებს და ხაზი გაუსვა, რომ კარასინთან შეხვედრა, რომელიც ასევე რუსეთის მთავარი მომლაპარაკებელია ჟენევის მოლაპარაკებებზე, იმის áƒ¡áƒáƒ“ემონსტრაციოდ áƒ’აიმართა ჟენევის „გარეუბანში“, რომ არ ყოფილიყო დიალოგის ახალ ფორმატსა და ჟენევის დისკუსიებს შორის რაიმე კავშირის აღქმა.

საქართველომ და რუსეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყვიტეს. ჟენევის ფორმატის გარდა, მხარეები ერთმანეთთან ოფიციალურ დონეზე შვეიცარიის შუამავლობითაც ურთიერთობენ. შვეიცარიელმა დიპლომატებმა áƒáƒ›áƒ˜áƒ¡ შემდეგ თბილისსა და მოსკოვს შორის შუამავლის როლი უკვე რამდენჯერმე შეასრულეს, მათ შორის რუსეთ–საქართველოს შორის მოლაპარაკებებში რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში áƒ’აწევრიანების თაობაზე. მანამდე შვეიცარიელი დიპლომატები ასევე მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში რუსეთსა და საქართველოს შორის ყაზბეგი–ზემო ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტის გახსნის თაობაზე.   

Civil.Ge © 2001-2024