დაუბეგრავ მინიმუმზე საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Dec.'12 / 23:27

პარლამენტმა 74 ხმით 13-ის წინააღმდეგ 18 დეკემბერს მეორე მოსმენით დაამტკიცა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომელიც დაუბეგრავი სახელფასო მინიმუმის შემოღებასთან ერთად áƒ¡áƒáƒ¨áƒ”მოსავლო გადასახადს 20%-იან ნიშნულზე ტოვებს.

ახალი წესის თანახმად, დაუბეგრავი მინიმუმი განისაზღვრება მხოლოდ იმ ფიზიკური პირებისთვის, რომელთა წლიური ხელფასიც 6000 ლარს არ აღემატება. კერძოდ, მათი წლიური ხელფასიდან 1800 ლარი საბოლოო ჯამში არ დაიბეგრება 20%-იანი საშემოსავლო გადასახადით. 

თუმცა ცვლილება, იმის მიუხედავად, რომ მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ 2013 წლის პირველი იანვრიდან უნდა შევიდეს ძალაში, დაქირავებულ პირს დაუბეგრავი მინიმუმით რეალურად სარგებლობის შესაძლებლობას 2014 წლიდან აძლევს. კერძოდ, აღნიშნული შეღავათით მოსარგებლე პირები საგადასახადო ორგანოში წარადგენენ დეკლარაციას და მოითხოვენ საშემოსავლო გადასახადის სახით დაქვითული თანხის უკან მიღებას, რის შემდეგაც ისინი ბიუჯეტიდან დაიბრუნებენ  360 ლარს - 1 800 ლარიდან დაკავებულ 20%-იან საშემოსავლო გადასახადს.

მთავრობა ვარაუდობს, რომ დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლეები  ამჟამად დასაქმებულთა საერთო რაოდენობის, დაახლოებით, 2/3 იქნება, ხოლო 2014 წლის ბიუჯეტს დაახლოებით 170 მლნ ლარის áƒ›áƒáƒ—თვის უკან დაბრუნება áƒ›áƒáƒ£áƒ¬áƒ”ვს.

2013 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საგადასახადო შემოსავლები 6.92 მლრდ ლარს შეადგენს,  საიდანაც 1.805 მლრდ ლარის მიღება საშემოსავლო გადასახადიდან არის პროგნოზირებული.

მთავრობის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები ასევე გულისხმობს, რომ საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 18%-მდე შემცირება 2013 წლიდან აღარ მოხდება, როგორც ეს მოქმედ საგადასახადო კოდექსში მოცემული შემცირების გრაფიკის მიხედვით არის გათვალისწინებული.

საშემოსავლო გადასახადის შემცირების ამ ერთხელ უკვე გადავადებული სქემის შესრულებაზე წინა მთავრობა ასევე გეგმავდა უარის თქმას და სანაცვლოდ სთავაზობდა ინდივიდუალური დაგროვების სისტემის შემოღებას. ეს წინადადება წინა პარლამენტმა, სადაც ნაციონალური მოძრაობა უმრავლესობით იყო წარმოდგენილი, პირველი და მეორე მოსმენით მიღების შემდეგ მესამე მოსმენითაც განიხილა, თუმცა ისე ამოწურა თავისი უფლებამოსილება, რომ საბოლოოდ მისთვის კენჭი აღარ უყრია.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები ახალი მთავრობის შემოთავაზებული სქემის არსებული ფორმით მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ და სანაცვლოდ, საკუთარი ალტერნატიული ვარიანტი წარმოადგინეს.  მათი წინადადება გულისხმობდა საშემოსავლო გადასახადის 18%-მდე დაწევასთან ერთად დაუბეგრავი მინიმუმის შემოღებას არა მხოლოდ მათთვის, ვისი ყოველთვიური ხელფასიც 500 ლარს არ აღემატება, არამედ მათთვისაც, ვინც ამ ოდენობის შემოსავალს იღებს სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის ფართის გაქირავებით. ეს წინადადება დეპუტატებმა ქართული ოცნებიდან კენჭისყრაზე ჩააგდეს. მათი შეფასებით, თუ ეს შემოთავაზება რეალისტური იყო, áƒœáƒáƒªáƒ˜áƒáƒœáƒáƒšáƒ£áƒ  მოძრაობას მისი განხორციელება 9-წლიანი მმართველობის პერიოდში შეეძლო და ოპონენტების ალტერნატივა „პიარის“ მცდელობას დაუკავშირეს.

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაუბეგრავ მინიმუმზე მათი ინიციატივა სოციალურად ორიენტირებულია და გამომდინარეობს იმ შესაძლებლობებიდან, რომელიც ბიუჯეტს ამ ეტაპზე გააჩნია. 

Civil.Ge © 2001-2024