ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი და „რუსთავი 2“–ის დირექტორი დააკავეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 Dec.'12 / 18:43


მარცხნივ ნიკა გვარამია, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი და მთავრობის ყოფილი წევრი; და მარჯვნივ ენერგეტიკის და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური. 

ენერგეტიკის და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და ნიკა გვარამია, რომელიც ამჟამად ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ხელმძღვანელია და 2009 წლის ბოლომდე მთავრობის წევრი იყო, ასევე კიდევ სამი პირი სავარაუდო კორუფციის ბრალდებით დააკავეს, განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა.

დაკავებულებს შორის ასევე არის კომპანია „თელასის“ გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი.  კომპანიის აქციების 75%–ს რუსული სახელმწიფო კომპანია “ინტერ რაო” ფლობს.

ასევე დაკავებულია áƒáƒ£áƒ“იტორული კომპანია „გუტიძე, დამენია, ჩანტლაძე სოლუშენის“ დამფუძნებელი და 2005–2008 წლებში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კახა დამენია.

ყველა მათგანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ხანგრძლივი დაკითხვის შემდეგ დააკავეს. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ 2012 წლის ზაფხულში მაშინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა კორუფციული გარიგება დადო „თელასთან“, რის შედეგადაც არსებითად არ მოხდებოდა საგადასახადო შემოწმების ჩატარება „თელასში“, ასევე მის დაქვემდებარებაში მყოფ "ხრამჰესი 1," "ხრამჰესი 2", და შპს "მტკვარი ენერგეტიკაში" და შესაბამისად, თავიდან იქნებოდა აცილებული ამ კომპანიების სახელით ათობით მილიონი ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრება 1 მილიონი აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანახმად, მაშინდელ ენერგეტიკის მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს „ინტერ რაოს“ წარმომადგენელი ვადიმ მიტიუშინი დაუკავშირდა და დაიწყო მოლაპარაკება სახელმწიფოს მხრიდან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე, რის შედეგადაც არსებითად არ მოხდებოდა საგადასახადო შემოწმების ჩატარება ზემოხსენებულ ორგანიზაციებში.

საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, დევი კანდელაკი, რომელიც იმ დროს „ხრამჰესი 1“, „ხრამჰესი 2“ და „მტკვარი ენერგეტიკის“ დირექტორი იყო, ასევე ჩართული იყო ამ „დანაშაულებრივ მოლაპარაკებებში“, რომელმაც ზემოხსენებული მიზნისთვის, ალექსანდრე ხეთაგურს შესთავაზა, რომ „ქრთამის სახით 1 მილიონი აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, სახელმწიფოს მიეცა თანხმობა საგადასახადო შეთანხმებაზე დიალოგის დასაწყებად და შესაბამისად, არ მოხდარიყო ათობით მილიონი ლარის დარიცხვა“.

„ხეთაგური დაეთანხმა ამ წინადადებას“, – განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა.

ამავე განცხადების თანახმად, ხეთაგურმა სთხოვა თავის ახლობელს ნიკა გვარამიას, რომელიც 2007 წელს მთავარი პროკურორის მოადგილე, 2008 წელს იუსტიციის მინისტრი და 2009 წლის ბოლომდე განათლების მინისტრი იყო, კანდელაკთან მოლაპარაკებებში ჩართულიყო და 1 მილიონი აშშ დოლარის მისაღებად კონკრეტული გეგმა შეემუშავებინა.

ნოემბრის შუა რიცხვებში ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი გახდა.

„ამის შემდეგ,  გვარამია დაუკავშირდა თავის მეგობარს, გიორგი ნემსიწვერიძეს და შეუთანხმდა ფიქტიურად შეექმნა ცრუ მეწარმეობის მიზნით შპს "ელენდეფ სერვისი", რომლის ფუნქციაც ვითომდა საკონსულტაციო საქმიანობით განისაზღვრებოდა და რისი გამოცდილება ან თუნდაც მცირე კვალიფიკაციაც კი ამ უკანასკნელს არ გააჩნდა, რაც ნ. გვარამიამ თავიდანვე იცოდა. შპს "ელენდეფ სერვისი" ნ. გვარამიას გადაცემული თანხით 2012 წლის 26 ივლისს 15:56 წთ დარეგისტრირდა გ. ნემსიწვერიძის სახელზე. ამის შემდეგ, აღნიშნული საკონსულტაციო კომპანიის ანგარიშზე, თითქოს როგორც ამ სამუშაოების შესრულების ერთადერთ წყაროსთან, რაც თავიდანვე სიცრუე იყო, "ინტერ რაო ესის" კუთვნილი ენერგოკომპანიებიდან სს "ხრამჰესს 1," "ხრამჰესი 2", ასევე " მტკვარი ენერგეტიკიდან" და "თელასიდან" თანხები გადაირიცხა“, – ნათქვამია განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, áƒ áƒáƒ› 2012 წლის 30 აგვისტოს áƒœáƒ”მსიწვერიძემ „ელენდეფ  სერვისის“ საბანკო ანგარიშებზე აკუმულირებული თანხები საფულე ჩეკის მეშვეობით გამოიტანა და გადასცა ნიკა გვარამიას. ნემსიწვერიძე ასევე დაკავებულია. 

ალექსანდრე ხეთაგური, რომელმაც ენერგეტიკის მინისტრად დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში იმუშავა, აგვისტოს შუა რიცხვებში დაინიშნა ფინანსთა მინისტრად და ამ თანამდებობაზე იმუშავა მანამ, სანამ ახალი მთავრობა დამტკიცდებოდა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სქემის ბოლო ეტაპზე გვარამიამ áƒ¡áƒ—ხოვა თავის მეგობარს, კახა დამენიას ასევე ჩართულიყო "დანაშაულებრივ სქემაში" და შპს " ელენდეფ სერვისთან" დაედო ფიქტიური ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებები სს " ხრამჰესი 1", სს "ხრამჰესი 2", შპს "მტკვარი ენერგეტიკასა" და სს "თელასში" საკონსულტაციო და სხვა სახის სამუშაოების ჩატარებაზე. 

 

Civil.Ge © 2001-2024