შინაგან საქმეთა სამინისტრო ადეიშვილს დაკითხვაზე იბარებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Dec.'12 / 21:38

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი 21 დეკემბრის 10 საათზე „მოწმის სახით“ დაკითხვაზეა დაბარებული.

ადეიშვილმა საქართველო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა.

შსს-ს განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა საქმესთან დაკავშირებით სურთ ადეიშვილის დაკითხვა, თუმცა აღნიშნულია, რომ ყოფილი იუსტიციის მინისტრის დაბარება შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ მოხდა.

„დაკითხვაზე არგამოცხადების შემთხვევაში ამოქმედდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

Civil.Ge © 2001-2024