საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის 143 მსურველიდან მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Dec.'12 / 23:07

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველი 143 კანდიდატიდან მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა.

მეორე ტურში გადასული კანდიდატების ვინაობა სამეურვეო საბჭომ 20 დეკემბრის 18 საათზე განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან ცოტა ხანში გამოაქვეყნა.

კანდიდატებს შორის არიან: áƒ’იორგი ბარათაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც წლების წინ ასევე მუშაობდა ტელეკომპანიებში „იბერია“ და „მეცხრე არხი“; თინათინ რუხაძე შპს „ივენთ მასტერსის“ მმართველი პარტნიორი; ნათია აბრამია, ბი-ბი-სის ჟურნალისტი, რომელიც ადრე ასევე მუშაობდა „რუსთავი 2“-სა და „იბერიაში“; მეგი თავდუმაძე, რომელიც ბოლო პერიოდში გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის მენეჯერად მუშაობდა ნიუ-იორკში; ნიკოლოზ მახარაშვილი, შავი ზღვის უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის მენეჯერი.

მეორე ტურში გასული კანდიდატები გასაუბრებას გაივლიან, რის შემდეგაც სამეურვეო საბჭო ახალ დირექტორს 6 წლის ვადით აირჩევს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ჭანტურიამ 14 დეკემბერს თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. áƒ˜áƒ›áƒáƒ•áƒ” დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გამოაცხადა შესარჩევი კონკურსი, რომელიც ერთი თვის ვადაში ახალი დირექტორის არჩევით უნდა დასრულდეს.

Civil.Ge © 2001-2025