სააკაშვილი ავღანეთში ქართველ სამხედროებს მოინახულებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Dec.'12 / 18:05

პრეზიდენტი სააკაშვილი ახალ წელს ქართველ სამხედროებთან ერთად ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში შეხვდება, განაცხადა მისმა პრესსამსახურმა სამშაბათს.

პირველად სააკაშვილი ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებთან შესახვედრად 2012 წლის თებერვალში ჩავიდა.   

საქართველომ ოქტომბერში თავისი სამხედრო კონტინგენტი 1 571 ჯარისკაცამდე გაზარდა.

საქართველომ ავღანეთში 18 სამხედრო დაკარგა მას შემდეგ, რაც ქვეყანა 2009 წლის ნოემბერში ISAF-ის ოპერაციაში ჩაერთო. მათგან შვიდი წელს დაიღუპა.

თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა გასულ კვირას, რომ ავღანეთში 19 დეკემბერს ქართველი ჯარისკაცი გაუჩინარდა.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რომელმაც ჰელმანდში მყოფი ქართველი სამხედროები ნოემბერში მოინახულა, განუცხადა ჟურნალისტებს 25 დეკემბერს, რომ დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ გაუჩინარებული ჯარისკაცი ცოცხალია.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე ვახტანგ კაპანაძე ამჟამად ავღანეთში იმყოფება და გაუჩინარებული ჯარისკაცის „ძიება- გადარჩენის“ ოპერაციაში მონაწილეობს. 

Civil.Ge © 2001-2024