ივანიშვილი აზერბაიჯანს სტუმრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Dec.'12 / 12:31

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 26 დეკემბერს ბაქოში აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთან მართავს შეხვედრებს.

ბაქოს აეროპორტში საქართველოს დელეგაციას აზერბაიჯანის პირველი ვიცე–პრემიერი იაგუბ ეიუბოვი დახვდა. 

საქართველოს პრემიერ–მინისტრი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას არტურ რასიზადეს და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება.

ბაქოში ივანიშვილს ახლავს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე; ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე; ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი; áƒ¡áƒáƒ®áƒ”ლმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძე; áƒ¡áƒáƒžáƒáƒ áƒ¢áƒœáƒ˜áƒáƒ áƒ ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე და საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუცის ხელმძღვანელი გია ხუხაშვილი.  

ეს ივანიშვილის უკვე მეორე უცხოური ვიზიტია მას შემდეგ, რაც ოქტომბრის ბოლოს პრემიერ–მინისტრი გახდა. ნოემბრის შუა რიცხვებში ის ბრიუსელს სტუმრობდა.

ივანიშვილმა განაცხადა ცოტა ხნის წინ, რომ იანვარში იგი სომხეთს ეწვევა.

Civil.Ge © 2001-2024