მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილს ბრალი წაუყენა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Dec.'12 / 18:59

მთავარმა პროკურატურამ 29 დეკემბერს განაცხადა, რომ იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს ბრალი ციხეში პატიმართა მიმართ დამამცირებელი მოპყრობის პროვოცირების საქმესთან დაკავშირებით წაუყენა.

ზურაბ ადეიშვილმა საქართველო 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დატოვა, შესაბამისად მას ბრალი  დაუსწრებლად წარედგინა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში (332-ე მუხლის მეორე ნაწილი და მესამე ნაწილის ბ და გ ქვეპუნქტები), პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაში (1443 მუხლის მეორე ნაწილის  ა, ბ, დ, ე, ზ და თ  ქვეპუნქტები), განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რაც გამოიხატა  სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციისა (3691 მუხლის მესამე ნაწილი) და დანაშაულთა პროვოკაციის (145-ე მუხლი) ორგანიზებაში. 

ეს დანაშაულები მინიმუმ áƒ”რთ და მაქსიმუმ áƒ áƒ•áƒ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა სასჯელთა შეკრებითობის áƒžáƒ˜áƒ áƒáƒ‘ებში, რის შეცვლასაც ახალი მთავრობა გეგმავს, áƒ›áƒ—ლიანი სასჯელი გაცილებით მეტი შეიძლება áƒ˜áƒ§áƒáƒ¡.
 
საქმე ეხება არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, 18 სექტემბერს ციხის სკანდალური კადრების გავრცელებამდე რამდენიმე საათის წინსწრებით შსს-ის მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც ციხის ორი თანამშრომელი პატიმარს სცემს საკანში. შსს-მ მაშინ განაცხადა, რომ ამ áƒ¥áƒ›áƒ”დების პროვოცირება  „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირებული პატიმრის შეკვეთით განხორციელდა. 

თუმცა მთავარი პროკურატურის მტკიცებით, ეს კადრები ზურაბ ადეიშვილის ორგანიზებით და დაკვეთით დაიდგა მას შემდეგ, რაც ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა სექტემბრის დასაწყისში შეიტყო ინფორმაცია, რომ არსებობდა გლდანის ციხეში გადაღებული პატიმართა ცემისა და წამების ვიდეომასალა, რომელიც შესაძლოა არჩევნების წინ გამოქვეყნებულიყო.

გამოძიების განცხადებით, 17 სექტემბერს - სკანდალური კადრების გავრცელებამდე ერთი დღით ადრე, ადეიშვილმა თავის კაბინეტში დაიბარა მაშინდელი მთავარი პროკურორის მოადგილე დავით ჩხატარაშვილი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელი დავით ჭაკუა, რომელმაც თანამდებობა პატიმართა არაადამიანური მოპყრობისა და გაუპატიურების კადრების გავრცელების áƒ“ღესვე დაკარგა. პროკურატურის ინფორმაციით, ადეიშვილმა ჭაკუას  დაავალა გლდანის ციხეში წინასწარ შერჩეული პატიმრების მიმართ დამცირების, წამების, ცემისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ორგანიზება და ამ ფაქტის ვიდეოგადაღება, რათა სკანდალური კადრების მოსალოდენლ გავრცელებამდე საზოგადოებას შექმნოდა აზრი, რომ ისინი არ შეეფერებოდა სინამდვილეს და გადაღებული იყო „ქართული ოცნების“ დავალებით გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ იმისთვის, რომ მაშინდელი ხელისუფლების იმიჯს ზიანი მიდგომოდა.

გამოძიების განცხადებით,  ეს დავალება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომლის მონაწილეობით 18 სექტემბერს გამთენიისას განხორციელდა ისე, რომ ერთ-ერთმა მონაწილემ, რომლის მიერ გადაღებული კადრები და „ცრუ“ აღიარებითი ჩვენება თითქოსდა პატიმართა ცემა  "ქართული ოცნების" წარმომადგენლების შეკვეთით ხდებოდა შსს-მ 18 სექტემბერს გაავრცელა, წინასწარ იცოდა სამი თვით მისი მოსალოდნელი დაპატიმრების შესახებ, რაც „ასევე შეთანხმებული იყო ზურაბ ადეიშვილთან“.

ბრალის წაყენების შემდეგ ადეიშვილის მიმართ ძებნის გამოცხადების პროცედურაა მოსალოდნელი.

ამასთან, áƒ§áƒáƒ¤áƒ˜áƒšáƒ˜ იუსტიციის მინისტრი შსს-ში ერთი კვირის წინ მოწმის სახით დაიბარეს დაკითხვაზე სხვა საქმესთან დაკავშირებით, რომელიც „ბანკი ქართუს“ გაკოტრების  მიზნით წინა ხელისუფლების სხვადასხვა რგოლების მიერ შეთანხმებულ და ორგანიზებულ მცდელობას ეხება. ადეიშვილი დაკითხვაზე არ გამოცხადებულა.

Civil.Ge © 2001-2024