ალასანია პირველი ვიცე–პრემიერის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ კომენტარს აკეთებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 Jan.'13 / 15:42

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა 23 იანვარს, რომ მას და პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შორის რაიმე „გაუგებრობას“ ადგილი არ ჰქონია და პირველი ვიცე–პრემიერის პოსტიდან მისი გათავისუფლების მიზეზი ის არის, რომ მან სრული კონცენტრაცია მოახდინოს თავდაცვის საკითხებზე.

„ჩვენ გვქონდა საუბარი პრემიერთან ორი დღის წინ“, – განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს, „პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმდენად მნიშვნელოვანია თავდაცვის სტრუქტურა, თავდაცვის მიმართულება, რომ მე მომეხსნას სხვა დამატებითი ფუნქციები და ეს ეხება ვიცე–პრემიერის პოზიციას. ბუნებრივია, მეც მივესალმები ამას და ეს მისაღებია“.

„აქედან გამომდინარე, მე არ მინდა, ვინმემ არასწორი დასკვნები გააკეთოს“, – განაგრძო მან, „ეს იყო შიდა საუბარი და ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება, რაც ყველასთვის მისაღებია და ეს მისაღებია, პირველ რიგში, ჩემთვის და თავდაცვის სამინისტროსთვის, რათა áƒ›áƒ—ლიანად კონცენტრირებული ვიყო თავდაცვის რეფორმაზე“.

„არანაირი გაუგებრობა [არ ყოფილა]. ყველა კითხვა მოხსნილია. აქედან გამომდინარე, ვაგრძელებთ მუშაობას აბსოლუტურად ჩვეულებრივად და უფრო მეტი ძალისხმევით და კონცენტრირებით თავდაცვის რეფორმებზე“, – დასძინა ალასანიამ.

Civil.Ge © 2001-2024