პრეზიდენტი სააკაშვილი საზოგადოებას ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Feb.'13 / 19:47

მას შემდეგ, რაცქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტ სააკაშვილის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა áƒ’ადადო, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი 8 თებერვალს მოსახლეობას პარლამენტის ნაცვლად, ეროვნული ბიბლიოთეკიდან იმავე ტექსტით მიმართავს, რომლითაც იგი დეპუტატთა წინაშე უნდა წარმდგარიყო. 

„იმის გათვალისწინებით, რომ პრემიერ-მინისტრის მოთხოვნით, უმრავლესობამ უარი განაცხადა პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიშის მოსმენაზე, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება საზოგადოებას ხვალ ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართოს“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მაჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მოხსენება, რომელიც 8 თებერვალს იგეგმებოდა, განუსაზღვრელის დროით გადადო საპრეზიდენტო უფლებამოსილებაზე „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე არსებული უთანხმოების ფონზე.  ნაციონალური მოძრაობის უმცირესობამ განაცხადა, რომ პრეზიდენტი მზად იყო პარლამენტში გამოსვლისთვის და ამის შემდეგ დებატებში მონაწილეობისთვისაც, თუმცა უმრავლესობა „მზად არ აღმოჩნდა“ ამისთვის.

 

Civil.Ge © 2001-2024