დეპუტატებს შორის პირდაპირ ეთერში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 Feb.'13 / 11:30

პირდაპირი სატელევიზიო დებატები ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების დეპუტატებს შორის ოთხშაბათს საღამოს ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.

ქართული ოცნების დეპუტატი კობა დავითაშვილი და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სერგო რატიანი ტელეკომპანია „მაესტროს“ თოქშოუში „არგუმენტები“ 8 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის წინ მომხდარ ინციდენტს განიხილავდნენ; დეპუტატი სერგო რატიანი ერთ–ერთი ის დეპუტატია ნაციონალური მოძრაობიდან, რომელსაც მომიტინგეები თავს დაესხნენ.

როდესაც რატიანმა განაცხადა, რომ დავითაშვილი და ზოგადად ქართული ოცნება ცდილობენ თავი აარიდონ პასუხისმგებლობას 8 თებერვალს მომხდარზე და სხვა საკითხებზე, მათ შორის  წინა ხელისუფლების წარსულ შეცდომებზე გადააქვთ ყურადღება, დავითაშვილმა უყვირა მას, რომ იგი თითქმის „მოკლა“ წინა ხელისუფლებამ და იგი ამის შესახებ ისაუბრებს. დავითაშვილი 2007 წლის ნოემბერში ცემეს, როდესაც პოლიციამ ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქცია დაარბია. როდესაც რატიანმა ჰკითხა, რა მნიშვნელობა აქვს მაშინდელ მოვლენებს დღევანდელ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში, დავითაშვილმა უპასუხა: „რა მნიშვნელობა აქვს რომ მკლავდი? სხვა დროს როცა შეიკრიბებით, მოვალ, დაგამტვრევთ ცხვირ–პირს ყველას ერთად და მერე წავალ და ჩავჯდები ციხეში“.

„ძალიან ცუდად იქცევით, არაადეკვატურად იქცევით, არგუმენტები არ გაქვთ და იწყებთ ყვირილს“, – უპასუხა რატიანმა.

როდესაც დავითაშვილმა უთხრა რატიანს, რომ „ნაძირალა, მკვლელი და არაკაცი ბრძანდებით“, რატიანმა წყლით სავსე áƒ­áƒ˜áƒ¥áƒ აიღო და თავის წინ მაგიდაზე დაახეთქა. დავითაშვილი ადგა და მისკენ წავიდა; როდესაც ის რატიანს მიუახლოვდა, რატიანმა უთხრა მას "გადით ეხლა", რის შემდეგაც áƒ›áƒáƒ— შორის რამდენიმე წამიანი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, სანამ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ტელეკომპანიის თანამშრომლები შევარდებოდნენ სტუდიაში და გააშველებდნენ მათ; ამის შემდეგ პროგრამა დროებით შეწყდა.

Civil.Ge © 2001-2024