აშშ-ის ელჩი ილია მეორეს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Feb.'13 / 12:49

აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი მეუღლესთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიწვევით, საქართველოს საპატრიარქოს სტუმრობდა 26 თებერვალს, განაცხადა აშშ-ის საელჩომ საქართველოში.

„მისმა უწმინდესობამ, პატრიარქმა ილია II–მ და ელჩმა ისაუბრეს საქართველოს საშინაო საქმეებში ბოლო დროს მიღწეულ პროგრესზე, აგრეთვე მთავრობისა და ოპოზიციის მცდელობებზე, განმუხტონ არსებული პოლიტიკური დაძაბულობა“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

„პატრიარქმა საქართველოს უცხოელ მეგობრებს სთხოვა, დაეხმარონ ქვეყანას, რათა მან დაიცვას სამართლიანობა და თავიდან აიცილოს ანგარიშსწორება“, - აცხადებს საელჩო.

Civil.Ge © 2001-2024