აშშ მთავრობას და პრეზიდენტს გამოსავლის პოვნისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Feb.'13 / 13:42

მთავრობასა და საქართველოს პრეზიდენტს შორის თანაარსებობა ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ინტენსიურ ხასიათს იძენს, მაგრამ ამ ეტაპზე „კოჰაბიტაციას დაძაბული პერიოდი უდგას“, განაცხადა აშშ–ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა 26 თებერვალს.

„შეერთებულმა შტატებმა დაბეჯითებით სთხოვა ორივე მხარეს, განაგრძოს მცდელობა გამოსავლის საპოვნელად. ელჩ ნორლანდს პატივი ჰქონდა, შეხვედროდა პრეზიდენტ სააკაშვილსა და პრემიერ ივანიშვილს. მას სჯერა, რომ მხარეები ეძებენ გამოსავალს“, – განაცხადა აშშ–ის საელჩომ თბილისში.

ელჩმა ნორლანდმა განაცხადა, რომ „პრეზიდენტმა დაარწმუნა ის, რომ არ აპირებს მთავრობის დათხოვნას, ან სხვა უჩვეულო საკონსტიტუციო სვლის გაკეთებას. ელჩმა თქვა, რომ [პრეზიდენტის განცხადება] სარწმუნოდ მიაჩნია. ელჩ ნორლანდის აზრით, ახლა საჭიროა წონასწორობის დაცვა სამართლიანობის სურვილსა და ანგარიშსწორების თავიდან აცილების აუცილებლობას შორის“.

Civil.Ge © 2001-2024