წინასწარი მონაცემებით, იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 2.3% შეადგინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Feb.'13 / 13:31

„საქსტატის“ მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული áƒ¬áƒ˜áƒœáƒáƒ¡áƒ¬áƒáƒ áƒ˜ მონაცემებით, 2013 წლის იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2.3%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მას შემდეგ, რაც დეკემბერში 0.8%-იანი ვარდნა დაფიქსირდა.

ასევე წინასწარი მონაცემებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2012 წელს 6.1% შეადგინა.

წინასწარი მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით 2012 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის ზრდამ 6.7% შეადგინა; მეორე კვარტალში - 8.2%, მესამე კვარტლიდან ზრდამ შენელება დაიწყო დაფიქსირდა რა 7.5%,  ხოლო მეოთხე კვარტალში 2.5%.

Civil.Ge © 2001-2024