Forbes-მა ივანიშვილის ქონება 5.3 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 Mar.'13 / 13:33

საქართველოს პრემიერ–მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ჟურნალ Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული მსოფლიოს მილიარდერების სიაში 229–ე ადგილი უკავია, ხოლო მისი ქონება 5.3 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.

ივანიშვილის ქონება შარშანდელ ანალოგიურ áƒ áƒ”იტინგში 6.4 მილიარდ აშშ დოლარად იყო შეფასებული.

გასულ წელს ივანიშვილმა თავისი ბიზნეს áƒáƒ¥áƒ¢áƒ˜áƒ•áƒ”ბი გაყიდა რუსეთში, მათ შორის აგროსამრეწველო კორპორაცია „სტოილენსკაია ნივა“, ბანკი „როსიისკი კრედიტი“, სააფთიაქო ქსელი „დოქტორ სტოლეტოვი“ და უძრავი ქონების აქტივები მოსკოვში.  Forbes–ის თანახმად, ივანიშვილის სუფთა áƒ¨áƒ”მოსავალმა რუსეთში აქტივების გაყიდვის შედეგად, დაახლოებით, 1.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

Civil.Ge © 2001-2024