პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების რიგი დებულებები დაზუსტდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Mar.'13 / 17:24

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა 18 მარტს გამართულ მოსმენაზე ვიზირება მისცა "ქართული ოცნების" ინიცირებულ áƒ˜áƒ› საკონსტიტუციო ცვლილებების განახლებული პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას, რომელიც პრეზიდენტს ართმევს უფლებამოსილებას პარლამენტის თანხმობის გარეშე ერთპიროვნულად მოახდინოს ახალი მთავრობის ფორმირება.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად, სავარაუდოდ, მიმდინარე სასესიო კვირაში გავა, საჯარო განხილვების დროს გამოთქმული შენიშვნების შესაბამისად სახეცვლილია იმ თავდაპირველ პროექტთან შედარებით, რომლის ინიცირებაც 78-მა დეპუტატმა დეკემბრის ბოლოს მოახდინა.

კანონპროექტის ახალ ვერსიაში დაკონკრეტებულია, რომ მთავრობის გადადგომის ან პრეზიდენტის მიერ მისი გადაყენების შემთხვევაში, პრეზიდენტი მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე.

ახალი მთავრობის შემადგენლობას კვლავაც პრეზიდენტი áƒ¬áƒáƒ áƒ£áƒ“გენს პარლამენტს დასამტკიცებლად, თუმცა თუ პარლამენტი სამჯერ არ გამოუცხადებს მას ნდობას, პრეზიდენტს აღარ ექნება მთავრობის ახალი შემადგენლობის ერთპიროვნულად დანიშვნის უფლება, თუმცა მას კვლავაც დარჩება უფლება, რომ დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. ასეთ ვითარებაში გადამდგარი თუ გადაყენებული მთავრობა განაგრძობს მთავრობის მოვალეობის შესრულებას, რიგგარეშე არჩევნების შედეგად ახალარჩეული პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადებამდე.

ამასთან, თავდაპირველად ინიცირებულ ვარიანტში ამოღებული იყო მოქმედი საკონსტიტუციო დებულება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს არ აქვს უფლება პარლამენტი არჩევიდან 6 თვეში და ასევე პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე 6-თვიან პერიოდში დაითხოვოს.

ეს áƒáƒ™áƒ áƒ«áƒáƒšáƒ•áƒ აღარ იქნება ამოღებული და კვლავაც დარჩება კონსტიტუციაში, განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ, რომელმაც ამ გადაწყვეტილების საფუძვლად დაასახელა საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვაში მონაწილეთა უმრავლესობის, ასევე ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული მოსაზრებები, რომ „ძალიან სახიფათოა“  და „პოლიტიკური კრიზისის“ გამოწვევის შესაძლებლობას შეიცავს პრეზიდენტისთვის პარლამენტის დათხოვნაზე დაწესებული 6-თვიანი შეზღუდვის მოხსნა.

თუმცა, ხმალაძის თქმით, იმის გამო, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვის ვადამდე 6-თვიანი პერიოდის ზუსტი განსაზღვრა „უბრალოდ შეუძლებელია“, გამომდინარე იქიდან, რომ წინასწარ უცნობია პრეზიდენტი ოქტომბრის რომელ რიცხვში დანიშნავს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს, ინიციატორებმა გადაწყვიტეს მკაფიოდ და ცალსახად დაადგინონ ეს პერიოდი.

კერძოდ, ხმალაძის თქმით, კონსტიტუციაში დაკონკრეტდება, რომ პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება არ ექნება „პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის მაისის თვიდან ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე“.

თუ პარლამენტი ამ რედაქციით დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაშინ პრეზიდენტ სააკაშვილს პარლამენტის დათხოვნა მხოლოდ 1 აპრილიდან 1 მაისამდე შუალედში შეეძლება. ხმალაძის თქმით, ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეულ ამჟამინდელ პარლამენტს 6 თვის ვადა სწორედ 1 აპრილს áƒ”წურება.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტის დათხოვნაზე დაწესებული 6-თვიანი შეზღუდვები, ასევე პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის მიმდინარეობის და საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს პარლამენტის დათხოვნის დაუშვებლობა, არ წარმოადგენს პრეზიდენტისთვის ბარიერს, რომ მან გადააყენოს მთავრობა, თუმცა áƒ›áƒáƒ¡ ამ შემზღუდველი გარემოებების ამოწურვიდან 3 დღის ვადაში შეეძლება მხოლოდ პარლამენტის დათხოვნა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა.

პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის დათხოვნას და მისი áƒ¡áƒáƒ™áƒáƒœáƒ¡áƒ¢áƒ˜áƒ¢áƒ£áƒªáƒ˜áƒ უფლების გამოყენებას, რომ ერთპიროვნულად დანიშნოს ახალი მთავრობა, არ აპირებს. თუმცა მკაფიო პოზიცია მას და მის ნაციონალურ მოძრაობას უჭერს თუ არა მხარს შესაბამის საკონსტიტუციო ცვლილებებს არ გამოუთქვამთ. 

დეპუტატები ნაციონალური მოძრაობიდან იურიდიულ კომიტეტში საკონსტიტუციო ცვლილებების დღევანდელ განხილვას არ დასწრებიან, თუმცა ვიდრე ამ საკითხის áƒ›áƒáƒ¡áƒ›áƒ”ნა დაიწყებოდა, მათი ნაწილი კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას იღებდა.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ  განუცხადა ჟურნალისტებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ნაციონალური მოძრაობის საბოლოო პოზიცია 19 მარტს დაგეგმილ უმცირესობის სხდომაზე დაზუსტება.

„ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა, მისი ფრაქციის და უმცირესობის ყველა წევრი იმოქმედებს ერთიანად და იმოქმედებს ერთიანი მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე“, - აღნიშნა მან.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სულ ცოტა 100 ხმა სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების მხარდაჭერის გარეშე ცვლილებებს ვერ გაიტანს.

Civil.Ge © 2001-2024